რასმუსენის მიმართვა სოციალურ ქსელში
07.09.12 10:04
ნატოს გენერალურმა მდივანმა ფეისბუქის ოფიციალურ ვებგვერდზე ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, რომელიც თბილისშია ჩაწერილი. სამწუთიან ვიდეოში ანდერს ფოგ რასმუსენი სამხრეთ კავკასიის მნიშვნელობაზე საუბრობს. იგი ჩრდილო-ატლანტიკურ უსაფრთხოებაში საქართველოს განსაკუთრებულ პარტნიორად მოიხსენიებს.
მისი შეფასებით, ეს ქვეყანა მაგალითია მოვალეობების შესრულების კუთხით. გენერალური მდივნის თქმით, ალიანსი აფასებს ქვეყნის წვლილს ავღანეთის სამშვიდობო მისიაში, სადაც ის მალე გახდება ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ავღანეთის მისიაში ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის.
ანდერს ფოგ რასმუსენმა რეგიონის კონფლიქტებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ საჭიროა მათი მოწესრიგება, რადგან დაძაბულობა ეკონომიკური განვითარების პროცესს უშლის ხელს. მან მხარეებს მოუწოდა, შერიგებისკენ კონკრეტული ნაბიჯები გადადგან.
|