კვირა, 26.05.13   02:15
+17.8°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

ოქტომბერი 2012

S
M
T
W
T
F
S
1 
2 
3 
4 
5 
6 
7 
8 
9 
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 
31 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

პრეზიდენტის საგანგებო განცხადება

19.09.12 10:00

გლდანის ციხეში მომხდარ დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა. მიხეილ სააკაშვილმა დანაშაულში მონაწილე ყველა პირის დაპატიმრების ბრძანება გასცა.

`ძვირფასო თანამოქალაქენო,

ალბათ, იმ კადრების ხილვის შედეგად, რომელიც ტელევიზიებით ვრცელდება, როგორც ყველა თქვენგანი, მე ვარ ძალიან გაბრაზებული და მართლაც სულით ხორცამდე შოკირებული.

ის, რაც მოხდა გლდანის ციხეში, არის შემზარავი აქტი მიმართული ადამიანის უფლებებისა და ადამიანის ღირსების წინააღმდეგ.

ყველა, ვინც ამის ორგანიზატორია, ყველა, ვინც ამის განმხორციელებელია, ყველა, ვინც ეს ჩაიდინა და ვინც ეს დაუშვა, უმკაცრეს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უმკაცრეს სასჯელს იმსახურებს.

პოლიციას უკვე დაკავებული ჰყავს ამ საშინელებების ჩამდენთა უმრავლესობა და დანარჩენებიც აუცილებლად წარდგებიან მართლმსაჯულების წინაშე.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადგენდა კავშირებს დამნაშავეებსა და კარგად ცნობილ კრიმინალურ ავტორიტეტებს შორის. 

დღეს მინდა განვუცხადო ამ დანაშაულის ყველა მსხვერპლს, ოჯახის წევრებსა და მთლიანად საზოგადოებას, რომ საქართველო, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ, რომელსაც მე ვაშენებ ყველასთან ერთად - ეს საქართველო არ მოითმენს არც მსგავს დანაშაულს და არც რაიმე კლიმატს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს რაიმე ამასთან მიახლოებული მოვლენაც კი.

არ მოითმენს სისასტიკეს, არ მოითმენს თავგასულობას, არ მოითმენს იმას, რაც, სამწუხაროდ, ჩვენ ყველამ ვიხილეთ.

მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენ დანაშაულის, დამნაშავეთა სამყაროს, ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფების წინააღმდეგ იმისთვის არ გვიბრძოლია, რომ ყოველივე ამის შემდეგ, მას შემდეგ, რაც პოლიციაში ყველგან ამოვძირკვეთ წამება, ახლა უკვე პენიტენციურ სისტემაში ან ვინმე ორგანიზებული დანაშაულიდან აფათურებდეს ხელს.

ანდა კიდევ უარესი - თვითონ პენიტენციური სისტემის კრიმინალებად ქცეული თანამშრომლები მონაწილეობდნენ ამგვარი აქტის ჩადენაში ყველა იმ ღონისძიების შემდეგ, რომელიც ჩვენ ბოლო წლებში განვახორციელეთ.

ისინი, ვინც პასუხისმგებლები იყვნენ იმაზე, რომ ეს არ დაეშვათ, გათავისუფლებული იქნებიან სამსახურიდან; ხოლო ისინი, ვინც ყოველივე ეს ჩაიდინა - მე გაძლევთ სიტყვას - მრავალ წელს გაატარებენ ციხეში.

მთელი იდეა ახალი საქართველოსი არის უარყოფა და გამიჯვნა ძალადობისგან, ყოველივე იმისგან, რაც წარსულში ხდებოდა, როგორც ორგანიზებული დანაშაულის, ისე ძალადობის მხრივ, დამნაშავეებისა თუ სახელმწიფოს მხრიდან.

ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ, მთლიანად მოვიტოვეთ ყოველივე ეს უკან და ნამდვილად არ მოვითმენ იმის რეციდივებს, რომ რაიმე ფორმით ეს ხელახლა განმეორდეს ახალ საქართველოში, რომელსაც ჩვენ ყველანი ვაშენებთ.

მე დავავალე შესაბამის უწყებებს, იმოქმედონ სწრაფად, დაადგინონ ყველა დამნაშავე, დააკავონ, დააპატიმრონ და პასუხისგებაში მისცენ, უკლებლივ ყველა გამოიყვანოს სააშკარაოზე და მთელი ინფორმაცია სრული სახით წარუდგინონ ჩვენს საზოგადოებას, რომელიც ყოველივე ამის ნახვის შემდეგ, სამართლიანად ითხოვს სახელმწიფო ორგანოებისგან პასუხს.

და პირადად უზრუნველვყოფ იმას, რომ ამ სისტემაში ადამიანის უფლება იყოს დაცული, როგორც კრიმინალებისგან, ისე სისტემის ისეთი თანამშრომლებისგან, რომლებიც თავად მოქმედებენ ისე, როგორც ნამდვილი მაფიის წევრები.

მე ამას გავაკეთებ იმიტომ, რომ საქართველოში, რომელსაც ყველა ერთად ვაშენებთ, ყველა ადამიანს აქვს სამართლიანი, ღირსეული მოპყრობისა და მისი ადამიანური უფლებების ელემენტარული პატივისცემის უფლება, ასევე სახელმწიფოს მხრიდან მისი ადამიანობის მიმართ ძალიან ფაქიზი დამოკიდებულების უფლება.

ჩვენი სახელმწიფოებრიობა ეფუძნება ადამიანის უფლებების და ღირსების განუხრელ პატივისცემას და ჩვენ ბოლოს მოვუღებთ ამ ძალადობას!`- განაცხადა პრეზიდენტმა.

 

video clip photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

დედაენის ბაღში ორი აქცია გაიმართა

24.05.13 21:12

მშვიდობიან მანიფესტაციაზე შეკრებილთა მთავარი მოთხოვნა 17 მაისს მომხდარ ფაქტებზე სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დროული რეაგირება და დამნაშავეთა დასჯა იყო. More...video clip 

ადვოკატები ქუთაისის სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ

24.05.13 10:26

ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშილის ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში დღეს სამი საათისთვის აპირებენ სარჩელის შეტანას. დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას ითხოვს.More...video clip 

პრემიერ-მინისტრი მერაბიშვილის დაკავების შესახებ

24.05.13 14:54

ყოფილი პრემიერისა და კახეთის გუბერნატორის დაკავება გახდა საუბრის ერთ-ერთი თემა ბიძინა ივანიშვილსა და ელჩებს შორის დღეს გამართულ შეხვედრაზეც.More...video clip 

პრემიერმა პრეზიდენტს მინისტრის ახალი კანდიდატურა შესთავაზა

24.05.13 15:17

სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტს შალვა ფიფიას კანდიდატურას სთავაზობს, რომელიც დავით კირვალიძის პოსტიდან გადადგომის შემდეგ მინისტრის მოვალეობას ასრულებდა. More...video clip 

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

არჩილ კბილაშვილი პრეზიდენტის დაკითხვას არ გამორიცხავს

24.05.13 15:12

პრემიერ-მინისტრის მსგავსად, პრეზიდენტის შესაძლო დაკითხვაზე საუბრობს არჩილ კბილაშვილიც. რუსული გაზეთის "მოსკოვსკი კომსომოლეცისთვის" მიცემულ ინტერვიუში საქართველოს მთავარი პროკურორი აცხადებს, რომ...More...video clip 

კალაძე ადასტურებს, რომ გირგვლიანის საქმის გამოძიება დასრულებულია

24.05.13 15:06

ვიცე-პრემიერი კახი კალაძე ადასტურებს, რომ გირგვლიანის საქმე ბოლომდეა გამოძიებული და უახლოეს მომავალში ვანო მერაბიშვილს ბრალი დაუმძიმდება. კალაძე მიიჩნევს, რომ ამ საქმის გამოძიება მთავრობის ვალდებულება იყო.More...video clip 

გერმანიაში მცხოვრებმა ქართველებმა 17 მაისს მომხდარი ძალადობა დაგმეს

24.05.13 11:58

ძალადობის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა ბერლინში, საქართველოს საელჩოს წინ, სადაც გერმანიაში მცხოვრები ქართველები და ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციების წევრები შეიკრიბნენ.More...video clip 

ჯონ კერი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

24.05.13 11:49

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. გავრცელებულ განცხადებაში ჯონ კერი ყურადღებას ამახვილებს ორი ქვეყნის პარტნიორობაზე, რაც საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს ემყარება. More...video clip 


  სრული პროგრამა
`პროფილი`: ზურგი - შენ რა სექსი ხარ
`შინი``ნანუკას შოუში`
ლევან აბაშიძე - 50
ოლესია თავაძის სამყარო

 
 

© 1994-2012 Rustavi 2 Broadcasting Company