სასჯელაღსრულების მინისტრი გადადგა
19.09.12 10:12
პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრი თანამდებობიდან გადადგა. ხათუნა კალმახელიძის განცხადება დღეს დილით გავრცელდა.
``ჩემთვის უაღრესად შემაძრწუნებელია ის, რაც მოხდა გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და ამასთან დაკავშირებით, მე მივმართე პრემიერ-მინისტრს ჩემი გადადგომის თაობაზე. ადამიანურად მე ძალიან ვწუხვარ და მინდა ავიღო ადამიანური და რა თქმა უნდა პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ ყველაფერთან დაკავშირებით,`- ნათქვამია განცხადებაში.
ხათუნა კალმახელიძემ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმართა არაადამიანური მოპყრობისა და წამების ამსახველი ვიდეომასალა გაავრცელა.
|