 თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:

|
|
პატრული ციხეებს დღეს ტოვებს
24.09.12 10:15
სასჯელაღსრულების დაწესებულებებს საპატრულო პოლიცია დღეს დატოვებს. სასჯელაღსრულების მინისტრის თქმით, სისტემა სრულად კონტროლება. თანდათანობით გაუმჯობესდება პატიმართა საცხოვრებელი პირობებიც.
გიორგი ტუღუშის განცხადებით, ცვლილებები გლდანის დაწესებულების პარალელურად, ყველა საპატიმროში ეტაპობრივად განხორციელდება და სისტემის რეფორმირება გაგრძელდება. ამ საკითხზე გადაცემა `პოსტსკრიპტუმში` შინაგან საქმეთა მინისტრმის მოვალეობის შემსრულებელმაც ისაუბრა.
როგორც მან განაცხადა, თუ პოლიციამ შეძლო თავის სისტემაში არსებული პრობლემების გადალახვა, ეს სასჯელაღსრულების სისტემაშიც დაძლევადია. ეკა ზღულაძემ არჩევნებზეც ისაუბრა და დასძინა, რომ არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტია.
|
 |
 |
|
|
|
|

|