მთავარმა პროკურატურამ პატიმართა წამების ბრალდებით გლდანის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულების კიდევ ერთი თანამშრომელი დააკავა. მამუკა ჩხიტუნიძე საპყრობილის კონტროლიორი იყო. ამის შესახებ განცხადება დღეს პროკურატურაში გაკეთდა.
შოთა ტყეშელაშვილის განცხადებით, სულ ამ დროისთვის დაკავებულია 12 პირი. დაკითხულია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილ და მოქმედ მოხელეთა დიდი ნაწილი. მისი თქმით, გამოძიება გრძელდება და მისი მიმდინარეობის შესახებ საზოგადოების პერიოდულად მიეწოდება ინფორმაცია.
შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი უკანონო ჩანაწერებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ახალაია ყველა უპასუხიმგებლო განცხადებაზე ბოდიშის მოხდას მოითხოვს.
ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული თემურ გიგაური თავისუფალია. ოკუპანტებმა ის 29 მაისს აიყვანეს. როგორც ყოფილი მძევალი ყვება, ის აიძულეს, რომ ეღიარებინა საზღვრის გადაკვეთის ფაქტი...
ვანოს შოუ
იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად
კომედი შოუ
უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !
სამეგრელოში აღმოჩენილ ფარულ ჩანაწერებში ასახულ ძალადობას სისტემურ პრობლემად ახასიათებს თავდაცვის მინსტრი. ირაკლი ალასანია ფაქტების საფუძვლიანი გამოძიებისა და შესწავლის აუცილებლობაზე ლაპარაკობს.
პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი დიდ ბრიტანეთში გრძლედება. ახალი ხელისუფლების პოლიტიკა, ქვეყის პრიორიტეტები და ორ პარლამენტს შორის ურთიერთობები, ეს ის მთავრი საკითხებია, რომელზეც ბრიტანეთის პარლამენტის წევრებმა და საქართველოს წარმომადგენლებმა ისაუბრეს.
გვიან ღამით თბილისში სამი სტუდენტი დააკავეს. ნიკოლოზ ჩომახაშვილი, გიორგი არსაბაშვილი და თორნიკე ხეთაგურაშვილი მელიქიშვილის გამზირზე, ფილარმონიასთან აიყვანეს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია 19 აგვისტოს ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება. ის ვაშინგტონში ამერიკელმა კოლეგამ ჩაკ ჰეიგელმა მიიწვია. ბოლო 4 წლის განმავლობაში ამგვარი ვიზიტი არ შემდგარა.