ხუთშაბათი, 20.06.13   01:52
+20.1°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

ოქტომბერი 2012

S
M
T
W
T
F
S
1 
2 
3 
4 
5 
6 
7 
8 
9 
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 
31 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პრემიერის მოწოდებას უპასუხა

02.11.12 19:41

პრემიერის მოწოდებას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უპასუხეს. ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტს და ადმინისტრაციას, ხარჯების დაზოგვის მიზნით, მთავრობის კანცელარიაში გადასვლას სთავაზობს. 

საგანგებო განცხადება პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ გაავრცელა.

„საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტი  ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების მნიშვნელოვანი ნაწილია. შენობა, სადაც ფუნქციონირებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, არ გახლავთ  მოქალაქე  მიხეილ სააკაშვილის  კუთვნილება. ეს არის საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. უნდა ითქვას, რომ სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტის ნორმალური ფუქციონირება ყველა ცივილიზებული ქვეყნის დემოკრატიის ნაწილია. საქართველოს შემთხვევაშიც ეს არის ჩვენი ქართული დემოკრატიის შემადგენელი. ასევე დემოკრატიის შემადგენელია, შეუთანხმებლობის მიუხედავად, განსხვავებული აზრის მქონე ინსტიტუტების არსებობის შეგუება. მიგვაჩნია, რომ ეს კარგი და სწორია ჩვენი ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარებისთვის. იმედს გამოვთქვამთ, რომ ახალი მთავრობა გარდამავალ პროცესს ისევე ცივილიზრბულად მიუდგება, როგორც საქართველოს პრეზიდენტი და წინა მთავრობა. ასევე სრულიად ნათელია ის, რომ საქართველოს კონსტიტუციით, პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა იწურება ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ. ახალი არჩევნები კი 2013 წლის ოქტომბერში გაიმართება. გვინდა ყველას  შევახსენოთ, რომ ეს იგივე კონსტიტუცია და იგივე  ვადებია,  რომელთა საშუალებითაც აირჩა საქართველოს ამჟამინდელი პარლამენტი და შეიქმნა  ახალი უმრავლესობა. მაშინ შეკითხვები საკონსტიტუციო ვადებთან დაკავშირებით  არ დასმულა“, - განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

video clip photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

შსს-მ ცხრა ადამიანი დააკავა

19.06.13 13:49

სამეგრელოში შსს-ს მიერ აღმოჩენილ საიდუმლო სამალავში ნაპოვნი ვიდეომასალების გამოძიების შედეგად სამინისტრომ ცხრა ადამიანი დააკავა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.More...video clip 

ბედუკაძე ხიდაშელს სპეციალური განცხადებით პასუხობს

19.06.13 11:43

ციხის სკანდალური კადრების ავტორი ვლადიმერ ბედუკაძე თინა ხიდაშელს დაუპირისპირდა. ბედუკაძემ თინა ხიდაშელის მიერ გუშინ რუსთავი 2-ის ეთერში გამოთქმული მოსაზრების საპასუხოდ საგანგებო განცხადება გაავრცელაMore...video clip 

`საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო`ბედუკაძის შესახებ

19.06.13 11:54

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ვლადიმერ ბედუკაძის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან სრულად გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. `ბედუკაძე პასუხისმგებლობისგან სრულად არ უნდა გათავისუფლებულიყო,`- მიიჩნევს ორგანიზაცია. More...video clip 

იუნესკო: ბაგრატი კულტურული მემკვიდრეობის სიაში რჩება

19.06.13 19:54

იუნესკო ადასტურებს, რომ ბაგრატის ტაძარი კულტურული მემკვიდრეობის სიიდან ამოღებული არ არის და ის იმ ძეგლთა სიაში რჩება, რომელთაც საფრთხე ემუქრებათ. More...

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

შეხვედრა დიპლომატებთან

19.06.13 18:20

სამალავებში აღმოჩენილ ფირებს დღეს შინაგან საქმეთა მინისტრი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გააცნობს. More...video clip 

ქუთაისში ოთხი პირი დააკავეს

19.06.13 15:01

ქუთაისში სამტრედიის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველებმა ოთხი პირი დააკავეს. წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნული პირები ნარკორეალიზატორები არიან.More...video clip 

ირაკლი ღარიბაშვილი ანჯეი ტიშკევიჩს შეხვდა

19.06.13 13:34

შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ ანჟეი ტიშკევიჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. More...

რამზან კადიევის განცხადება

19.06.13 13:20

რამდენიმე დღის წინ ტერაქტის ორგანიზების ბრალდებით თბილისში დაკავებულ დაღესტნელს მიკაელ კადიევს იზოლატორში გარიგება შესთავაზეს. ამის შესახებ გაზეთ "ყველა სიახლეს" დაკავებულის ძმამ რამაზ კადიევმა განუცხადა.More...video clip 


  სრული პროგრამა
პოზიცია
კურიერი: პირველი ოპერა
კურიერი: შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი
P.S.: იდეალისტის 10 წელი

 
 

© 1994-2013 Rustavi 2 Broadcasting Company