თბილისში მაჟორიტარულ არჩევნებში `ქართული ოცნება` ლიდერობს02.10.12 11:01მაჟორიტარული არჩევნების შედეგებს – აქ ჯერ კიდევ რჩება სამი უბანი - სამგორი, ჩუღურეთი და დიდუბე, უბნები, რომელთა შესახებ ჯერ ინფორმაცია საერთოდ არ არის. სხვა უბნებზე კი მონაცემები ყოველ წუთს იცვლება. ამ დროისათვის არსებული შედეგებით, მთაწმინდის საარჩევნო ოლქში ქართული ოცნების კანდიდატმა ზაზა პაპუაშვილმა არჩილ გეგენავას აჯობა, ვაკეში - შალვა შავგულიძე ფლობს უპირატესობას და მას გიორგი კარბელაშვილმა უკვე მიულოცა გამარჯვება; საბურთალოზე - დავით უსუფაშვილი თითქმის 70%იანი უპირატესობით იგებს, კრწანისში - შოთა ხაბარელს აქვს მიღებული ხმათა უმრავლესობა და დავით საყვარელიძეს უსწრებს, ისანში ამომრჩეველთა უმრავლესობამ ხმა ალექსანდრე ქანთარიას დაუჭირა და გიორგი ვაშაძეს აჯობა, ნაძალადევში - თეა წულუკიანი ლიდერობს და მერაბ სამადაშვილს ამარცხებს, გლდანში კი იოსებ ჯაჭვლიანი, რომელსაც კონკურენტმა ნაციონალური მოძრაობიდან ნიკოლოზ ხაჩირაშვილმა უკვე მიულოცა გამარჯვება. მაჟორიტარულ ოლქებში ხმის დათვლის პროცესი გრძელდება და შედეგებს ცენტრალური საარჩევნო კომისია მუდმივად ანახლებს. ამ შედეგების ნახვა შემდეგ ბმულზეა შესაძლებელი: http://results.cec.gov.ge/majoritarebi.html
|
||||||||
![]() |
||||||||







