აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადება06.10.12 17:47ჰილარი კლინტონის მიხეილ სააკაშვილთან და ბიძინა ივანიშვილთან სატელეფონო საუბრის შესახებ განცხადება გააკეთა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე მარკ ტონერმა დაადასტურა, რომ ჰილარი კლინტონი ცალ-ცალკე ესაუბრა მიხეილ სააკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს და ორივე მათგანთან საქართველოში პირველ ოქტომბერს გამართული ისტორიული საპარლამენტო არჩევნები განიხილა. ტონერის განმარტებით, კოალიცია ქართული ოცნების ლიდერთან სატელეფონო საუბრის დროს სახელმწიფო მდივანმა კანონისა და დემოკრატიული ნორმების პატივისცემის შენარჩუნების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება. "სახელმწიფო მდივანმა შეაქო პრეზიდენტი სააკაშვილი საქართველოში მისი ხელმძღვანელობის დროს ჩატარებული ღია და კონკურენტული არჩევნებისა და შედეგების მიმართ სათანადო სახელმწიფოებრივი დამოკიდებულების გამო. მან ასევე მიულოცა ბატონ ივანიშვილს მისი კოალიციის გამარჯვება, ასევე შეაქო საქართველოს მოქალაქეები ისტორიულ და მშვიდობიან არჩევნებში აქტიური მონაწილეობისთვის. სახელმწიფო მდივანმა მადლობა გადაუხადა ივანიშვილს პოლიტიკურ ოპონენტებთან თანამშრომლობის დაპირების გამო, ასევე ხაზი გაუსვა კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული ნორმების პატივისცემის გაგრძელების მნიშვნელობას," - განაცხადა მან. |
||||||||
![]() |
||||||||







