 თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:

|
|
ივანიშვილისა და სააკაშვილის შეხვედრა დაიწყო
09.10.12 12:22
პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და კოალიცია `ქართული ოცნების` ლიდერის, პრემიერობის კანდიდატის ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა მიმდინარეობს.
პრეზიდენტის სასახლის შესასვლელთან ბიძინა ივანიშვილს მიხეილ სააკაშვილი დახვდა და მათ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. პრეზიდენტი მიესალმა `ქართული ოცნების` მხრიდან სამუშაო ჯგუფის წევრებსაც. შეხვედრა გაფართოებული შემადგენლობით იმართება და მას სამუშაო ჯგუფების წარმომადგენლებიც ესწრებიან.
`ქართული ოცნების` მხრიდან სამუშაო ჯგუფს წარმოადგენენ ირაკლი ალასანია, ირაკლი ღარიბაშვილი, სოზარ სუბარი და დავით უსუფაშვილი, ხოლო მოქმედი ხელისუფლების მხრიდან - გიგა ბოკერია, გიგი უგულავა, პავლე კუბლაშვილი და დავით ბაქრაძე.
|
 |
 |
|
|
|
|

|