”ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” ხაშურის მაჟორიტარობის კანდიდატი განმეორებით არჩევნებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს.
სერგო ქიტიაშვილი განმარტავს, რომ მასზე და მისი შტაბის წევრებზე ფიზიკური ზეწოლა და ძალადობა განხორციელდა.
კანდიდატის განცხადებით კოალიცია ”ქართული ოცნების” წარმომადგენლების მხრიდან ძალადობის ფონზე ქიტიაშვილი მიიჩნევს, რომ არჩევნები არათანაბარ პირობებში ჩატარდება. შესაბამისად, იგი პროტესტის ნიშნად განმეორებით არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს.
ხაშურის საარჩევნო ოლქში განმეორებითი არჩევნები ხვლ 9 უბანზე ტარდება.
ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშილის ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში დღეს სამი საათისთვის აპირებენ სარჩელის შეტანას. დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას ითხოვს.
პრემიერ-მინისტრის მსგავსად, პრეზიდენტის შესაძლო დაკითხვაზე საუბრობს არჩილ კბილაშვილიც. რუსული გაზეთის "მოსკოვსკი კომსომოლეცისთვის" მიცემულ ინტერვიუში საქართველოს მთავარი პროკურორი აცხადებს, რომ...
სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტს შალვა ფიფიას კანდიდატურას სთავაზობს, რომელიც დავით კირვალიძის პოსტიდან გადადგომის შემდეგ მინისტრის მოვალეობას ასრულებდა.
ვანოს შოუ
იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად
კომედი შოუ
უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !
ვიცე-პრემიერი კახი კალაძე ადასტურებს, რომ გირგვლიანის საქმე ბოლომდეა გამოძიებული და უახლოეს მომავალში ვანო მერაბიშვილს ბრალი დაუმძიმდება. კალაძე მიიჩნევს, რომ ამ საქმის გამოძიება მთავრობის ვალდებულება იყო.
ძალადობის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა ბერლინში, საქართველოს საელჩოს წინ, სადაც გერმანიაში მცხოვრები ქართველები და ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციების წევრები შეიკრიბნენ.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. გავრცელებულ განცხადებაში ჯონ კერი ყურადღებას ამახვილებს ორი ქვეყნის პარტნიორობაზე, რაც საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს ემყარება.
პოლიციამ დამამძიმებელ გარემოებაში მშობლების განზრახ მკვლელობის ბრალდებით 36 წლის მამაკაცი დააკავა. შემთხვევა რუსთავში მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცმა მშობლები თავის საცხოვრებელ ბინაში...