ოთხშაბათი, 22.05.13   01:26
+12.5°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

ნოემბერი 2012

S
M
T
W
T
F
S
1 
2 
3 
4 
5 
6 
7 
8 
9 
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

ახალმა პარლამენტმა პირველი სხდომა გამართა

21.10.12 17:53

2012 წლის მერვე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე უკვე კომიტეტების თავმჯდომარეები და შემადგენლობაც დაამტკიცეს. არჩეულია პარლამენტის თავმჯდომარე და ვიცე-სპიკერები.

მერვე მოწვევის პირველი სხდომა დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა, დავით უსუფაშვილის სპიკერად დამტკიცებამდე კი საპროცედურო საკითხებს საპატიო თავმჯდომარის სტატუსით ერთ-ერთი უხუცესი დეპუტატი - ივანე კიღურაძე უძღვებოდა.

” ყოველი თქვენგანი, თითოეული ფრაქცის წარმომადგენელი ორივე პარტიიდან ქართველი ერის ლეგიტიმური წარმომადგენელია - ერის, რომელიც ჩვენ ძალიან გვიყვარს და ვემსახურებით. - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

”გაჩნდა ახალი უმრავლესობა. დღეს ახალი პარლამენტის სხდომა იმართება, ხვალ ახალი პრემიერ-მინისტრი გვეყოლება, იქმნება ახალი მთავრობა და ახალი ოპოზიციის კონსოლიდირებაც მოხდა.
ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ეს იყო პირველი დემოკრატიული პროცესი, რომლის დროსაც ხალხს არჩევანის ალტერნატივა ჰქონდა.
როგორც იქნა, ქართველმა ხალხმა შექმნა სისტემა, რომელშიც მთავრობა იცვლება არა ტყვიებით, ტანკებით, დრამატული რევოლუციებით, ან თუნდაც, ვარდებით, არამედ უბრალოდ ბიულეტენებითა და ნორმალური არჩევნებით.” - განაცხადა პრეზიდენტმა.

პარლამენტის შენობის დატოვების წინ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ჟურნალისტებისთვის მორიგი კომენტარი გააკეთა. ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უმრავლესობა უმცირეობასთან მიმართებით თანამიმდევრული და და კონსტრუქციული იქნება. აქვე პრემიერობის კანდიდატმა პარლამენტის ახალი შენობის არაკომფორტულობაზეც ილაპარაკა და კვლავ დაადასტურა, რომ პარლმენტის თბილისში დასაბრუნებლად მსჯელობა ინტენსიურად მიმდინარეობს.

2012 წლის მერვე მოწვევის პარლამენტის შემადგენლობის მიერ ფიცის დადების შემდეგ ახალი საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზში საქართველოს ჰიმნი აჟღერდა.

პირველი სხდომის საპატიო სპიკერმა ჰიმნის დასრულების შემდეგ დროებითი ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარედ ბიძინა გუჯაბიძე, ხოლო მდივნად კი თამაზ ავდალიანი დაასახელა. რის შემდეგაც უკვე ტრიბუნა დროებითი სამანდატო კომისიის ხელმძღვანელს დაუთმო.

ივანე კიღურაძემ პარლამენტის სხდომაზე 30-წუთიანი შესვენება კიდევ ერთხელ გამოაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას ფრაქციების რეგისტრაციებისთვის განაცხადები წარედგინათ. მერვე მოწვევის პარლამენტში"ქართული ოცნების" სამი და "ნაციონალური მოძრაობის" სამი ფრაქცია იქნება.

კენჭისყრაზე უკვე საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელის ერთადერთი კანდიდატურა დადგა.

რეგლამენტით გამოიყო დრო პარლამენტის წევრებისთვისაც რომლებსაც მომავალ თავმჯდომარესთან კითხვები ჰქონდათ. პირველი, ვინც სიტყვით გამოვიდა, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და უმცირესობის ლიდერი დავით ბაქარძე იყო.

ბაქრაძის შემდეგ, დეპუტატებს უმრავლესობის ლიდერმა და სხვა წევრებმა მიმართეს.

კენჭისყრის დასრულების შემდეგ დღვანდელი სხდომის საპატიო სპიკერმა ივანე კიღურაძემ ადგილი ახალარჩეულ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს დაუთმო. პარლამენტმა პირველი კენჭისყრებით ვიცე-სპიკერები დაამტკიცა. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადილე მანანა კობახიძე იქნება. ვიცე-სპიკერებად პარლამენტმა ზვიად ძიძიგური და ზურა აბაშიძე დაამტკიცა. ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე თავისი სურვილით ზურაბ ტყემალაძემ თქვა უარი.

საქართველოს პარლამენტში კიდევ ორი ვიცე-სპიკერია. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კვოტით, ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე მურმან დუმბაძე აირჩიეს. უმცირესობიდან კი პარლმენტმა ვიცე-სპიკერად გიორგი ბარამიძე დაამტკიცა.

video clip photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

მერაბიშვილი და ჭიაბერაშვილი დააკავეს

21.05.13 16:37

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი დააკავა. More...video clip 

პრემიერ-მინისტრი მერაბიშვილის დაკავებას ეხმაურება

21.05.13 17:33

ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილისა და კახეთში პრეზიდენტის რწმუნებულის ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.More...video clip 

სახელმწიფო დეპარტამენტი 17 მაისის ინციდენტის შესახებ

21.05.13 10:58

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა დღეს განცხადება გააკეთა 17 მაისს თბილისში აქციაზე თავდასხმასთან დაკავშირებით. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა პატრიკ ვენტრელმა განაცხადა, რომ...More...video clip 

ჩიორა თაქთაქიშვილის პროტესტი

21.05.13 17:54

ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებას პროტესტი მოჰყვა ნაციონალური მოძრაობის წევრების მხრიდან. ჩიორა თაქთაქიშვილმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. More...

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

არასაპარლამენტო ოპოზიცია 17 მაისის ინციდენტის შესახებ

21.05.13 15:10

არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების ლიდერები 17 მაისს თბილისში განვითარებული მოვლენების გამოძიებას მოითხოვენ. მათი აზრით, სამართალდამცველებმა, პირველ რიგში, აქციის ორგანიზატორები უნდა დააპატიმრონ და არა რიგითი მოქალაქეები.More...video clip 

მერაბიშვილი და ჭიაბერაშვილი დაკითხვაზე იმყოფებიან

21.05.13 15:00

ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს სამხარეო პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფებიან. More...video clip 

ჩოჩელი ხუხაშვილს ცილისწამებაში ადანაშაულებს

21.05.13 14:44

მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი და ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი პრემიერ-მინისტრის მრჩეველს გია ხუხაშვილს ცილისწამებაში ადანაშაულებს. More...video clip 

ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა ექსპერტთა კლუბში

21.05.13 14:31

ბიძინა ივანიშვილი ექსპერტთა კლუბში შეხვედრას მართავს. პრემიერ-მინისტრი ანალიტიკოსებს ხვდება და სავარაუდოდ, მათთან ერთად პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებს განიხილავს. More...video clip 


  სრული პროგრამა
პოზიცია - ხმაურიანი დაკავება
ოლესია თავაძის სამყარო
ფოტოსესია პუანტებში
ჩამორთმეული მანქანები

 
 

© 1994-2012 Rustavi 2 Broadcasting Company