პარლამენტში მინისტრობის კანდიდატებს მოუსმინეს
23.10.12 18:00
მინისტრობის კანდიდატები დღეს დილიდან თავის გეგმებზე საუბრობდნენ. პარლამენტის კომიტეტებში გამართულ შეხვედრებზე, სამთავრობო პროგრამის გარდა, დეპუტატები კონკრეტული სამინისტროების განვითარების გეგმებსაც ისმენდნენ.
შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი ღარიბაშვილი კანონმდებლებთან პოლიციის დეპოლიტიზებაზე საუბრობდა. იგეგმება რეფორმები, რომელიც მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, ეტაპობრივად და უმტკივნეულოდ უნდა განხორციელდეს. ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ თანამშრომლებს სამსახურიდან უსამართლოდ არ გაათავისუფლებენ.
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრობის კანდიდატმა ლტოლვილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე გაამახვილა ყურადღება.
საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა მაია ფანჯიკიძემ კი დღეს პარლამენტარებს განუცხადა, რომ ახალი მთავრობა არ შეცვლის ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსს.
`ქვეყნის საგარეო ორიენტირი არის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ორიენტაცია, სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ძალიან კარგი ურთიერთობები ჩვენს მეზობლებთან და მცდელობა, რომ დავალაგოთ ურთიერთობები რუსეთთან, - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
|