ნიგვზიანში ინციდენტი ამოწურულია
02.11.12 20:17
ნიგვზიანში სიმშვიდეა. სოფლის მცხოვრებლებსა და აჭარიდან ჩასახლებულ ეკომიგრანტებს შორის ინციდენტი ამ დროისთვის ამოწურულია. მოლაპარაკება ეპარქიის სასულიერო პირებსა და მუფთის შორის შედგა.
სოფლის მკვიდრები მუსლიმანების სამლოცველოსთან დილიდან იყვნენ შეკრებილი და მუფთი პარასკევის ტრადიციულ ლოცვაზე არ შეუშვეს.
ამის შემდეგ ადგილზე ეკლესიის წარმომადგენლებიც მივიდნენ და მაჰმადიანთა სულიერ ლიდერს შეხვდნენ.
ათ დღეში ორივე მხარე მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება.
სოფელ ნიგვზიანში ადგილობრივებსა და ეკომიგრანტებს ეკა ბესელია შეხვდა.
|