რალის ევროპისა და საერთაშორისო ტურნირში გამარჯვებულ ქართველ მრბოლელთა ეკიპაჟები სამშობლოში დაბრუნდნენ. უკრაინაში, ქალაქ იალტაში გამართულ რალის მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში, სადაც 102 ქვეყნის ეკიპაჟი მონაწილეობდა, ორ ლიტრამდე ძრავით და წინა წამყვანი თვლებით აღჭურვილ ავტომობილთა კლასში პირველი ადგილი ქართველმა მრბოლელებმა არჩილ ბიძინაშვილმა და გოგა არჯევანიძემ მოიპოვეს. ოთხი წამყვანი თვლით და ტურბირებული ძრავით აღჭურვილ ავტომობილთა კლასში კი მევლუდ მელაძემ და სანდრო ლომაძემ მეხუთე ადგილი დაიკავეს.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის შტაბბინა და შვეიცარიის მთავრობა საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტს მიღებული გადაწყვეტილებისათვის მადლობას უხდის, წერილს კი ხელს შვეიცარიის ელჩი გიუნტერ ბეხლერი აწერს.
ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ლერი ხაბელოვი ადასტურებს, რომ საქართველოს პრემიერ–მინისტრი, შესაძლოა, 2014 წლის სოჭის ოლიმპიადის გახსნის ან დახურვის ცერემონიალს დაესწროს.
საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა ლუკა კურტანიძემ სპორტის სასახლეში ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატის გაიხსნისას საჯაროდ მოუხადა ბოდიში ყველას, ვისაც თავისი ცხოვრებითა და ბრძოლით ტკივილი მიაყენა.
ვანოს შოუ
იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად
კომედი შოუ
უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !
ლუკა კურტანიძის და თემურ ყაზარაშვილის დაპირისპირებაზე ძიება გრძელდება. სამართალდამცველებმა ისინი უკვე დაკითხეს. ყაზარაშვილის თქმით, ის არ აპირებს უჩივლოს კურტანიძეს, თუმცა პრეზიდიუმის სხდომაზე მოითხოვს, რომ მას ჩამოართვან...