პაციენტის ოჯახი კლინიკის პერსონალის წინააღმდეგ
21.02.12 10:05
ხმაური იყო წუხელ კლინიკაში, სადაც რამდენიმე დღის წინ მშობიარე გარდაიცვალა. დაღუპული ნინო მარტოიანის ოჯახის წევრები ახალშობილის ნახვას ითხოვდნენ. ექიმებისგან უარის მიღების შემდეგ, კლინიკაში სამედიცინო პერსონალსა და მარტოიანის ახლობლებს შორის დაპირისპირება მოხდა.
ოჯახი სამშობიაროში არსებულ ანტისანიტარიაზე საუბრობს და მოითხოვს, რომ ჩვილი შესაფერის პირობებში ჰყავდეთ. გამოძიებას, პატიენტის დაღუპვის მიზეზის გარდა, იმის გარკვევაც მოუწევს, არის თუ არა ახალშობილი ზურაბ ფიცხელაურის ბიოლოგიური შვილი.
ჩვილის მამა დე-ენ-ემის ანალიზის ჩატარებას ითხოვს. ნინო მარტოიანის ოჯახს ეჭვი აქვს, რომ მშობიარობისას დედასთან ერთად ბავშვი დაიღუპა.
|