გარდაცვლილი პატიმრის საქმეს მთავარი პროკურატურა იძიებს04.05.12 20:02სასჯელთაღსრულების მე-8 დაწესებულებაში გარდაცვლილი პატიმრის ზურაბ დელიანიძის საქმეს მთავარი პროკურატურა იძიებს. დღეს ამ თემაზე განცხადებები სასჯელაღსრულების მინისტრმა და სახალხო დამცველის წარმომადგენელმა გააკეთეს. "დელიანიძის გარდაცვალება არის უაღრესად სამწუხარო ფაქტი და ჩემთვის პირადად, ყველა კითხვა, რომელიც არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით, არის სრულიად ლეგიტიმური. ჩვენმა სამინისტრომ, რა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება, მაგრამ მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, გამოძიება გადაგვეცა მთავარი პროკურატურისთვის, სადაც დღეს მიმდინარეობს გამოძიება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა დეტალი გახდეს ცნობილი, რაც შეიძლება უფრო სწრაფად. აქედან გამომდინარე, თითოეული ჩვენი თანამშრომელი მაქსიმალურად ითანამშრომლებს გამოძიებასთან. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვითანამშრომლებთ სახალხო დამცველის ოფისთანაც და მივესალმებით დამოუკიდებელი ექსპერტების ჩართულობას," - განცხადა კალმახელიძემ. ამავე თემაზე პრესასთან ისაუბრა გარდაცვლილის მკურნალმა ექიმმაც, რომელიც პატიმრის დაღუპვის მიზეზად ვენერიულ დაავადებას ასახელებს. ეს განაცხადებები გარდაცვლილი ზურაბ დელიანიძის ოჯახის ბრალდებებს მოჰყვა. გარდაცვლილი მეუღლე აცხადებს, რომ, პატიმარი ნაცემია და ის საპატიმროში წამებით არის მოკლული. გარდაცვლილის ფოტოები ვებგვერდმა "ტი-ეს-პრეს-ჯიმ" გუშინ გაავრცელა. ზურაბ დელიანიძის ოჯახის წევრებმა, გარდაცვალების მიზეზების გასარკვევად, დამოუკიდებელი ექსპერტი მიიწვიეს, რომელმაც ოჯახის ვერსია უარყო. წინასწარი დასკვნით, ”გარდაცვლილს არ აღენიშნება მექანიკური დაზიანებები და მის სხეულზე არსებული დაზიანებები ხანგრძლივი უმოძრაობითაა გამოწვეული, - აცხადებს ექსპერტიზის დამოუკიდებელი ცენტრის "ვექტორის" წარმომადგენელი. |
||||||||
![]() |
||||||||







