ავთო ლიპარტელიანი ოსლოს სასამართლოს ჩვენებას მისცემს
11.05.12 11:09
კუნძულ უტოიაზე ჩაცხრილული ახალგაზრდები და თამთა ლიპარტელიანის მკვლელობა დღეს განხილვის მთავრი თემა იქნება ნორვეგიის სასამართლოზე. პროცესს დაღუპულის მამა ავთო ლიპარტელიანიც დაესწრება. ის ანდერს ბრეივიკისთვის სამუდამო პატიმრობას მოითხოვს.
ანდრეს ბრეივიკის პროცესამდე რამდენიმე საათით ადრე, თამთა ლიპარტელიანის მამა საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა.
სასამართლოს დღევანდელ სხდომას დაესწრება თამთა ლიპარტელიანის მეგობარი ნათია ჩხეტიანი, რომელიც ბრეივიკის ტყვიას შემთხვევით გადაურჩა. მასთან ერთად მოსამართლეები უტოიას ტერაქტის შემდეგ გადარჩენილ ყველა ახალგაზრდას მოუსმენენ.
ბრეივიკს 77 ადამიანის მკვლელობაში ედება ბრალი. ის აღიარებს მკვლელობას, თუმცა თავს დამნაშავედ არ ცნობს.
|