აშშ-ის კონგრესმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო
08.06.12 10:00
შეერთებული შტატების კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ მიღებულ დოკუმენტში წერია, რომ წარმომადგენელთა პალატა მხარს უჭერს საქართველოსთან შეერთებული შტატების გაძლიერებულ ურთიერთობას.
ამის მიზანი კი არის დაეხმაროს ქვეყანას, გაზარდოს უსაფრთხოება და აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზებით.
რეზოლუციაში ამერიკელი კონგრესმენები მოითხოვენ რუსეთისგან შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები. ისინი ღიად მოუწოდებენ რუსეთის მთავრობას - იძულებით გადაადგილებულ პირებს სრული, ღირსეული, უსაფრთხო და ნებაყოფლობითი დაბრუნების საშუალება მისცს. ასევე საერთაშორისო მისიები დაუშვას ოკუპირებულ რეგიონებში.
რეზოლუციაში მხარდაჭერილია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ქვეყნის ნატოში გაწევრიანების მისწრაფება. საუბარია ასევე მომავალი არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების მნიშვნელობაზეც.
|