შაშკინმა უწყებების ხელმძღვანელები წარადგინა
09.07.12 15:58
თავდაცვის სამინისტროში საკადრო ცვლილებები დასრულდა. უწყების ხელმძღვანელის პირველ მოადგილედ აკაკი სეფერთელაძე დაინიშნა, რომელიც მანამდე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილის პოსტებს იკავებდა.
მინისტრის მოადგილედ დაინიშნა დავით ახალაია, რომელიც კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის შეფი იყო.
მინისტრის მოადგილეები გახდნენ მაია სიფრაშვილი და დავით ნარდაიაც.
ადმინისტრაციის უფროსად გენრიეტა მუმლაძე დაინიშნა. შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ანდრიაშვილი, საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის უფროსი კი ეკა ჭუმბურიძე გახდა.
გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციას იოსებ თოფურიძე ჩაუდგება სათავეში.
სამინისტროში ასევე შეიქმნა ახალი დეპარტამენტი - საინფორმაციო ტექნოლოგიების საკითხებს გიორგი გულუა უხელმძღვანელებს.
მინისტრმა შაშკინმა ახალი მოადგილეები და დეპარტამენტის ხელმძღვანელები თანამშრომლებს პირადად წარუდგინა.
|