საქართველოს და ბრიტანეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების ოცი წლისთავსთან დაკავშირებით საქართველის საელჩომ ლონდონში, თემთა პალატაში მიღება გამართა. ღონისძიებას ქართველი დიპლომატებთან, სათვისტომოს წევრებთან და პარლამენტარებთან ერთად რამდენიმე ცნობილი პოლიტიკოსი, მათ შორის თავდაცვის ყოფილი მდივანი ლიამ ფოქსი დაესწრო. ლაიმ ფოქსმა აქცენტი ავღანეთში ტერორიზმთან ბრძოლაში ქართველი სამხედროების მიერ შეტანილ წვლილზე გააკეთა.
მიღებაზე აგრეთვე იყვნენ საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრები, პარლამენტის წევრთა ეს ჯგუფი თემთა პალატაში საქართველოს თემატიკის წინა პლანზე წამოწევასა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე მუშაობს.
ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს ორგანიზაცია `იდენტობის`მიერ დაგეგმილი აქცია რუსთაველის გამზირზე ჩაიშალა. ამის მიზეზი აქციის მოწინააღმდეგეთა შეკრება გახდა.
თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების შესახებ საგანგებო განცხადება გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ. დავით უსუფაშვილმა მოქალაქეებს, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს მოუწოდა იმოქმედონ კანონის ფარგლებში.
საპარლამენტო უმცირესობამ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანოპროექტთან დაკავშირებული ინიციატივა გუშინ გააჟღერა. უმრავლესობის წარმომადგენელმა პაატა ზაქარეიშვილმა და უმცირეობის ეს შეთავაზება `წუწაობად` შეაფასა.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ისინი სახელმწიფოს აქციაში მონაწილეთა უფლებების და მათი უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდებენ.
ვანოს შოუ
იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად
კომედი შოუ
უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !
ავღანეთში ტერორისტების თავდასხმის შედეგად დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი პატივის მისაგებად ტაძარში ბიძინა ივანიშვილი მინისტრთა კაბინეტთან ერთად მივიდა.
არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები პრეზიდენტობის კანდიდატის შესარჩევად კონსულტაციებს მართავენ. ეს ფაქტი დღეს ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენელმა დაადასტურა.
`ევროპელი დემოკრატების`ლიდერი პაატა დავითაია პრემიერ-მინისტრს მოუწოდებს არ ჩავიდეს 2014 წლის ოლიმპიადაზე და არ დადგეს რუსეთის პრეზიდენტისა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ხელმძღვანელის გვერდით.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ცენტრალური აზიისა და კავკასიის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას დაესწრო. კონფერენციის თემაა რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაცია სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.