კვირა, 19.05.13   00:31
+19.6°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

ივნისი 2012

S
M
T
W
T
F
S
1 
2 
3 
4 
5 
6 
7 
8 
9 
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მოსკოვში

07.05.12 13:10

ინტერნეტით მოსკოვში ოპოზიციის აქციის დაშლის ამსახველი ახალი ვიდეომასალა ვრცელდება. კადრებში ბალოტნაიას მოედანთან ახლოს ჩანს სასტიკად ნაცემი მამაკაცი, რომელიც, სავარაუდოდ, გარდაცვლილია. თუმცა ოფიციალურად მსხვერპლის შესახებ ოფიციალური პირები არ საუბრობენ.

უკვე დადასტურებულია, რომ გუშინდელი აქციის დროს მოყვარული ფოტოგრაფი დაიღუპა. ახალგაზრდა მამაკაცი შენობის მეხუთე სართულიდან იმ დროს გადმოვარდა, როდესაც ფოტოკამერით ცდილობდა ბალოტნაიას მოედანთან განვითარებული მოვლენების ფირზე აღბეჭდვას.

უკვე საუბრობენ იმის შესახებ, რომ რუსი სამართალდამცველები, წინა აქციებისგან განსხვავებით, გუშინ განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ. ნაცემია 47 დემონსტრანტი. პოლიციის განყოფილებებში კი 600-ზე მეტი მომიტინგე მოხვდა.

აქციაზევე დააპატიმრეს ოპოზიციის ლიდერები. მემარცხენე ფრონტის ლიდერს სერგეი უდალცოვს სიტყვით გამოსვლაც არ დააცალეს და პირდაპირ სცენაზე აიყვანეს. მოგვიანებით მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო, რადგან ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა.

აქციაზევე დააპატიმრეს ალექსეი ნავალნი და ბორის ნემცოვი, რომელიც აქციის არასათანადო ორგანიზებაში დაადანაშაულეს და 1000-რუბლიანი ჯარიმის შემდეგ გაათავისუფლეს.

მილიონიანი მარში გუშინ შუადღისას დაიწყო. საპროტესტო მსვლელობის შემდეგ, ვლადიმერ პუტინის მმართველობის მოწინააღმდეგეები ბალოტნაიას მოედანზე შეიკრიბნენ. თუმცა მათ ხიდთან შინაგანი ჯარის ქცედანაყოფები დახვდნენ, რასაც შეტაკება მოჰყვა.

ოპოზიციონერებისგან განსხვავებით, სამართალდამცველებს აქციის ჩატარებაში ხელი არ შეუშლიათ რუსეთის ხელისუფლების მომხრეებისთვის, რომლებმაც პაკლონნაია გორაზე ვლადიმერ პუტინს მხარდაჭერა საზეიმო კონცერტის მოწყობით გამოუცხადეს.

video clip photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

`იდენტობის` მიერ ორგანიზებული აქცია ძალადობაში გადაიზარდა

17.05.13 16:30

ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს ორგანიზაცია `იდენტობის`მიერ დაგეგმილი აქცია რუსთაველის გამზირზე ჩაიშალა. ამის მიზეზი აქციის მოწინააღმდეგეთა შეკრება გახდა.More...video clip 

პარლამენტის თავმჯდომარე საზოგადოებას წესრიგის დაცვისკენ მოუწოდებს

17.05.13 14:41

თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების შესახებ საგანგებო განცხადება გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ. დავით უსუფაშვილმა მოქალაქეებს, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს მოუწოდა იმოქმედონ კანონის ფარგლებში.More...video clip 

უმცირესობის ინიციატივას ოკუპაციის კანონთან დაკავშირებით უმრავლესობა პასუხობს

17.05.13 11:47

საპარლამენტო უმცირესობამ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანოპროექტთან დაკავშირებული ინიციატივა გუშინ გააჟღერა. უმრავლესობის წარმომადგენელმა პაატა ზაქარეიშვილმა და უმცირეობის ეს შეთავაზება `წუწაობად` შეაფასა.More...video clip 

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება

17.05.13 11:32

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ისინი სახელმწიფოს აქციაში მონაწილეთა უფლებების და მათი უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდებენ.More...video clip 

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

ქართველი სამხედროების სამოქალაქო პანაშვიდი

16.05.13 20:40

ავღანეთში ტერორისტების თავდასხმის შედეგად დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი პატივის მისაგებად ტაძარში ბიძინა ივანიშვილი მინისტრთა კაბინეტთან ერთად მივიდა. More...

არასაპარლამენტო ოპოზიცია საპრეზიდენტო კანდიდატის საკითხზე

16.05.13 14:54

არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები პრეზიდენტობის კანდიდატის შესარჩევად კონსულტაციებს მართავენ. ეს ფაქტი დღეს ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენელმა დაადასტურა.More...video clip 

პაატა დავითაია პრემიერ-მინისტრს მიმართავს

16.05.13 14:23

`ევროპელი დემოკრატების`ლიდერი პაატა დავითაია პრემიერ-მინისტრს მოუწოდებს არ ჩავიდეს 2014 წლის ოლიმპიადაზე და არ დადგეს რუსეთის პრეზიდენტისა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ხელმძღვანელის გვერდით.More...video clip 

პრემიერი საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო

16.05.13 14:07

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ცენტრალური აზიისა და კავკასიის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას დაესწრო. კონფერენციის თემაა რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაცია სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.More...video clip 


  სრული პროგრამა
ლაშა ღლონტი `პროფილში`
პიკასოს მედალი
სევდია უგრეხელიძე `ნანუკას შოუში`
ხორცის მონიტორინგი

 
 

© 1994-2012 Rustavi 2 Broadcasting Company