ქართველი მორაგბეები გვიან ღამით ახალი ზელანდიიდან დაბრუნდნენ. მათ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრები, რაგბის კავშირის წარმომადგენლები და ოჯახის წევრები დახვდნენ. საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასის გათამაშებაში მონაწილეობდა. ბორჯღალოსნებმა სულ ოთხი შეხვედრა გამართეს. აქედან სამი მატჩი შოტლანდიელებთან, ინგლისისა და არგენტინის გუნდებთან ქართველ მორაგბეთა დამარცხებით დასრულდა. ბორღჯალოსნებმა წარმატებას მხოლოდ რუმინელებთან შეხვედრისას მიაღწიეს. თბილისში ნაკრების ცხრა მოთამაშე დაბრუნდა, დანარჩენები ასპარეზსს საზღვარგარეთ თავიანთ გუნდებში განაგრძობენ.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის შტაბბინა და შვეიცარიის მთავრობა საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტს მიღებული გადაწყვეტილებისათვის მადლობას უხდის, წერილს კი ხელს შვეიცარიის ელჩი გიუნტერ ბეხლერი აწერს.
ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ლერი ხაბელოვი ადასტურებს, რომ საქართველოს პრემიერ–მინისტრი, შესაძლოა, 2014 წლის სოჭის ოლიმპიადის გახსნის ან დახურვის ცერემონიალს დაესწროს.
საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა ლუკა კურტანიძემ სპორტის სასახლეში ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატის გაიხსნისას საჯაროდ მოუხადა ბოდიში ყველას, ვისაც თავისი ცხოვრებითა და ბრძოლით ტკივილი მიაყენა.
ვანოს შოუ
იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად
კომედი შოუ
უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !
ლუკა კურტანიძის და თემურ ყაზარაშვილის დაპირისპირებაზე ძიება გრძელდება. სამართალდამცველებმა ისინი უკვე დაკითხეს. ყაზარაშვილის თქმით, ის არ აპირებს უჩივლოს კურტანიძეს, თუმცა პრეზიდიუმის სხდომაზე მოითხოვს, რომ მას ჩამოართვან...