ქრისტიან-დემოკრატები ვაშინგტონში შეხვედრებს მართავენ
29.01.12 17:26
ვაშინგტონში უკვე რამდენიმე დღეა შეხვედრებს მართავენ ქართველი ქრისტიან-დემოკრატები.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში სენატსა და წარმომადგენლობით პალატაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, მოძრაობის ლიდერები როკვილის ქართულ ეკლესიაში იმყოფებოდნენ და წირვას დაესწრნენ.
მოგვიანებით გაიმართა შეხვედრა ვაშინგტონში მცხოვრებ ქართველებთან.
აქცენტები ქვეყანასა და რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე, ასევე წინასაარჩევნო ვითარებაზე გაკეთდა.
"შეხვედრაზე ვისაუბრეთ, რა შეიძლება გააკეთონ ამერიკაში მცხოვრებმა ქართველებმა თავიანთი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის, სუვერენიტეტისთვის, დემოკრატიისთვის. ამ მხრივ, უზარმაზარი რესურსია აშშ-ში მცხოვრებს ქართველებში და ჩემი მიზანია მათთან საუბრისა და ხშირი ურთიერთობის შედეგად, ეს რესურსი მაქსიმალურად ჩავაყენოთ ჩვენი ქვეყნის სამსახურში," - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.
|