ფოთში ნაგავსაყრელზე ჩვილის ცხედარი იპოვეს. მდედრობითი სექსის ახალშობილი მუყაოს ყუთში ქალაქის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა ნახეს. იგი, სავარაუდოდ, რამდენიმე საათის დაბადებული იყო. ცხედარი ქუთაისის პროზექტურაში გადაასვენეს. მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მომხდარს ფოთის პოლიცია იძიებს.
ქუთაისში ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის მხარდამჭერთა აქცია მიმდინარეობს. პარალელურად, საქალაქო სასამართლოსთან შეკრებილი პირები სამართლიანობის აღდგენას და დაკავებულთათვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას მოითხოვენ.
ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის სახლებში დაკავების შემდეგ ჩხრეკა ჩატარდა. 54,000 ევრო, 33,000 დოლარი და 29,000 ლარი ამოიღეს სამართალდამცველებმა ვანო მერაბიშვილის სახლიდან.
სამართალდამცევლებმა 17 მაისს კოლმეურნეობის მოედანზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე ოთხი პირი დააკავეს. ეჭვმიტანილებს პოლიციის დაუმორჩლებლობა და წვრილმანი ხულიგნობა ედებათ ბრალად.
გარემოს დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელი გიორგი შოვნაძე მისი გათავისუფლების მიზეზებს აბსურდულს უწოდებს. გარემოს დაცვის მინისტრი კი განმარტავს, რომ გიორგი შოვნაძე შიდა აუდიტის მიერ გამოვლენილი დარღვევების გამო იქნა თანამდებობიდან გათავისუფლებული.
საქართველოს 1,200-ზე მეტი მოქალაქე პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს და 17 მაისის მოვლენების საფუძვლიან გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას მოითხოვს.