ლეიბორისტები მაჟორიტარებს პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდებენ
14.02.12 15:17
ლეიბორისტები მაჟორიტარ დეპუტატებს ქართული სახელმწიფოს სიმსივნედ მიიჩნევენ. გიორგი გუგავას განცხადებით, მაჟორიტარები ყველაზე კორუმპირებულები, გამყიდველები, არჩევნების გამყალბებლები არიან. ლეიბორისტები მიმართავენ პარლამენტარ მაჟორიტარებს და მოუწოდებენ დროულად დატოვონ ხელისუფლება.
`მივმართავთ მაჟორიტარ პარლამენტართა კასტას, დროზე დატოვეთ სააკაშვილის პოლიტიკური ნავი, რითაც ხელს შეუწყობთ არსებული რეჟიმის დემონტაჟს და ასევე, ოდნავ მაინც შეამსუბუქებთ მოსალოდნელ სასჯელს იმ მრავალი დანაშაულისგამო, რომელიც თქვენ გაქვთ ჩადენილი,`- განაცხადა ბრიფინგზე გიორგი გუგავამ.
|