სახელმწიფო დაზღვევის პროგრამა ამოქმედდა
01.09.12 16:45
მთელი ქვეყნის მასშტაბით, დღეიდან, სახელმწიფო დაზღვევის პროგრამა ამოქმედდა. სულ საქართველოში კიდევ მილიონამდე ადამიანი დაიზღვევა.
პროგრამის ფარგლებში დაზღვეულთა რაოდენობას, მარტო თბილისში, 250 ათასი ადამიანი შეემატა. ბენეფიციართა სიაში არიან პენსიონერები, 6 წლამდე ასაკის მოზარდები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ასევე სტუდენტები.
დღეს, სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობა, თბილისის მერმა ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში პირადად შეამოწმა. გიგი უგულავა"ვერა 21"-ში დასაქმებულ ექიმებს გაესაუბრა და ახალ სახელმწიფო დაზღვევის პროგამასთან დაკავშირებით, სამედიცინო ობიექტის მზადყოფნით დაინტერესდა.
მთავრობის მიზანია, სამკურნალო დაწესებულებები და სადაზღვევო კომპანიები დაზღვეულთა მზარდ რაოდენობას მომზადებულები შეხვდენენ და მათ რიგებში დგომა არ მოუწიოთ.
|