ჭიაბერაშვილი დაზღვევის პროცესის შემოწმებას განაგრძობს
02.09.12 12:05
რამდენად ხარისხიანად ემსახურება მედპერსონალი დაზღვეულ მოქალაქეებს, – სამედიცინო სერვისების მიწოდების პროცესის შემოწმებას დილიდან პოლიკლინიკებში განაგრძობს ჯანდაცვის მინისტრი.
ზურაბ ჭიაბერაშვილი გლდანში მდებარე სამედიცინო ცენტრში მედპერსონალს გაესაუბრა და ექიმებს განუმარტა, რომ მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი დაზღვეულთათვის გამარტივებული და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდებაა.
ყველა სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობენ სპეციალური მონიტორები, რომლებიც პროგრამის შეუფერხებლად მუშაობას უზრუნველყოფენ.
ჯანმრთელობის დაზღვევის ახალი სახელმწიფო პროგრამა გუშინ ამოქმედდა. პროგრამის პირველ დღეს მინისტრმა, თბილისის მასშტაბით, 16 პოლიკლინიკა მოინახულა.
|