საქართველოში ნატოს გენერალური მდივანი და სენატორები ჩამოვლენ
03.09.12 12:28
6 სექტემბერს საქართველოს სპეციალური სტუმრის სტატუსით ეწვევა ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი. ვიზიტის დეტალებზე საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ ისაუბრა.
რასმუსენი ამბასადორიალში მიიღებს მონაწილეობას და ელჩებს სიტყვით მიმართავს. ამბასადორიალში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში ჩამოვლენ შვედეთის, პოლონეთის, არგენტინისა და ფიჯის საგარეო საქმეთა მინისტრები.
ნატოს გენერალური მდივანი ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდება ახალი ბატალიონის წევრებს, რომლებიც ავღანეთში გაემგზავრებიან.
ასევე მიმდინარე კვირაში იგეგმება სენატორების ჯონ მაკკეინისა და ჯონ ლიბერმანის ვიზიტი.
`ამ ვიზიტითაც ცალსახად გამოვლინდება საქართველოს მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა, მათ შორის ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯების აღიარება და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ ვიზიტის ფარგლებში შესაძლებლობა მოგვეცემა დამატებით ინფორმაცია მივაწოდოთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების თაობაზე,`- განაცხადა ნინო კალანდაძემ.
|