თელავში `ქართული ოცნების` აქცია მიმდინარეობს
09.09.12 17:48
თელავში პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო აქცია მიმდინარეობს. ქალაქის ცენტრში განთავსებულ სცენაზე, რომლის გარშემოც ტყვიაგაუმტარი მინებია დამოტაჟებული, სიტყვით კოალიციის ლიდერები გამოდიან.
თელავის აქციაზე დასასწრებად "ქართული ოცნების" თბილისის რაიონული ორგანიზაციებიდან აქტივისტები რამდენიმე საათის წინ გავიდნენ. კოალიციის აქტიური წევრები და მათი მხარდამჭერები სხვადასხვა ოფისში 3 საათისთვის შეიკრიბნენ და მანქანების კოლონა კახეთისკენ დაიძრა.
საქართველოს სხვა რეგიონებიდან კი "ქართული ოცნების" აქციაზე დასასწრებად, ივანიშილის მხარდამჭერები დილიდან გაემგზავრნენ. კახეთში პირველები საჩხერიდან "ქართული ოცნების" აქტივისტები ჩავიდნენ. ერთ-ერთი პირველი თელავში ჩავიდა ”ქართული ოცნების” თბილისელი მხარდამჭერების ნაწილიც.
|