 თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:

|
|
პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე მომავალ კვირას წარდგება
20.02.12 18:54
მომავალ სასესიო კვირაში კი პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოვა. მიხეილ სააკაშვილი დეპუტატების წინაშე ანგარიშით წარდგება, რომელშიც ის ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს შეაფასებს, რის შედეგაც პოლიტიკური დებატები გაიმართება.
კონკრეტულად, რა ფორმატით იგეგმება პრეზიდენტის გამოსვლა საკანონმდებლო ორგანოში, ამ თემის განხილვას ბიუროს სხდომაზე დებატები მოჰყვა. ბიუროს სხდომა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატებს პრეზიდენტის გამოსვლის ფორმატის შესახებ კონსულტაციების გამართვა შესთავაზა, სერიოზულ დიკუსიაში გადაიზარდა. კამათი ბიუროზე, დიმიტრი ლორთქიფანიძის წინადადებას მოჰყვა. ოპოზიციონერმა დეპუტატმა მისი ახლად შექმნილი ფრაქციისთვის დამატებითი დროის გამოყოფა მოითხოვა. ნაცვლად 15 წუთისა, ლორთქიფანიძე მისი ფრაქციის წევრებისათვის 30-წუთიანი გამოსვლის უფლებას ითხოვდა. თუმცა ლორთქიფანიძეს უმცირესობისა და უმრავლესობის წევრებმა იქვე განუმარტეს, რომ ამ ნორმას რეგლამენტი არ ითვალისწინებს. მოგვიანებით, ლორთქიფანიძემ პოზიცია შეცვალა და მოითხოვა, რომ პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ სიტყვით გამოსვლის უფლება ფრაქციების თავმჯდომარეებს მისცემოდათ. ლორთქიფანიძეს განუმარტეს, რომ ამ პროცედურისთვის რეგლამენტში ცვლილებების განხორციელებაც კი შეუძლებელი იყო.
|
 |
 |
|
|


|
|
|

|