ოთხშაბათი, 22.05.13   02:43
+14.4°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

აგვისტო 2012

S
M
T
W
T
F
S
1 
2 
3 
4 
5 
6 
7 
8 
9 
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 
31 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

პრეზიდენტის გამოსვლა მაასტრიხტის უნივერსიტეტში

23.02.12 10:00

საქართველოს პრეზიდენტი მაასტრიხტის უნივერსიტეტს ესტუმრა, სადაც უნივერსიტეტის მესვეურებმა მიხეილ სააკაშვილი საგანგებოდ მიიწვიეს. ქვეყნის პირველი პირის გამოსვლის მთავარი თემა საქართველოს პოლიტიკური ტრანსფორმაცია და რეგიონში მისი როლის ზრდა იყო.

მიხეილ სააკაშვილმა იმ რეფორმებისა და ცვლილებების შესახებ ისაუბრა, რომელიც ქვეყანაში 2004 წლიდან, ხელისუფლებაში მისი მოსვლის დღიდან ხორციელდება.

`რადიკალურმა რეფორმებმა ჩვენი ქვეყანა არშემდგარი სახელმწიფოსგან რეგიონის ლიდერად აქცია - ვარდების რევოლუციამდე ჩვენ თითქმის არშემდგარი სახელმწიფო ვიყავით, მაგრამ ახლა, კორუფციასთან ბრძოლისა და ეკონომიკის გახსნილობის თვალსაზრისით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვლიდერობთ,`- განაცხადა საქართველოს პირველმა პირმა და აუდიტორიას იმ გზის შესახებ ესაუბრა, რომელმაც ქვეყანა წარმატებამდე მიიყვანა.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმით გაგრძელდა და მიხეილ სააკაშვილი უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს მათთვის საინტერესო თემებზე ესაუბრა.

აუდიტორიის ინტერესი, ძირითადად, ისეთი საკითხებს წარმოადგენდა, როგორიცაა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობა, მათ შორის, მოლაპარაკება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკების დაწყების პერსპექტივა, საქართველოს ნატოსკენ მისწრაფება და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა.
დამსწრე საზოგადოებას საქართველოს პრეზიდენტი მაასტრიხტის უნივერსიტეტის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ, პროფესორმა მარტინ პოლმა პირადად წარუდგინა.

photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

მერაბიშვილი და ჭიაბერაშვილი დააკავეს

21.05.13 16:37

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი დააკავა. More...video clip 

სახელმწიფო დეპარტამენტი 17 მაისის ინციდენტის შესახებ

21.05.13 10:58

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა დღეს განცხადება გააკეთა 17 მაისს თბილისში აქციაზე თავდასხმასთან დაკავშირებით. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა პატრიკ ვენტრელმა განაცხადა, რომ...More...video clip 

ჩიორა თაქთაქიშვილის პროტესტი

21.05.13 17:54

ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებას პროტესტი მოჰყვა ნაციონალური მოძრაობის წევრების მხრიდან. ჩიორა თაქთაქიშვილმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. More...

არასაპარლამენტო ოპოზიცია 17 მაისის ინციდენტის შესახებ

21.05.13 15:10

არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების ლიდერები 17 მაისს თბილისში განვითარებული მოვლენების გამოძიებას მოითხოვენ. მათი აზრით, სამართალდამცველებმა, პირველ რიგში, აქციის ორგანიზატორები უნდა დააპატიმრონ და არა რიგითი მოქალაქეები.More...video clip 

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

მერაბიშვილი და ჭიაბერაშვილი დაკითხვაზე იმყოფებიან

21.05.13 15:00

ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს სამხარეო პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფებიან. More...video clip 

ჩოჩელი ხუხაშვილს ცილისწამებაში ადანაშაულებს

21.05.13 14:44

მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი და ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი პრემიერ-მინისტრის მრჩეველს გია ხუხაშვილს ცილისწამებაში ადანაშაულებს. More...video clip 

ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა ექსპერტთა კლუბში

21.05.13 14:31

ბიძინა ივანიშვილი ექსპერტთა კლუბში შეხვედრას მართავს. პრემიერ-მინისტრი ანალიტიკოსებს ხვდება და სავარაუდოდ, მათთან ერთად პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებს განიხილავს. More...video clip 

ზურაბ აბაშიძე და დავით ზალკალიანი ბრიუსელში გაემგზავრნენ

21.05.13 11:24

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ევროპაში გაემგზავრნენ. ზურაბ აბაშიძე და დავით ზალკალიანი ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას დაესწრებიან.More...video clip 


  სრული პროგრამა
პოზიცია - ხმაურიანი დაკავება
ოლესია თავაძის სამყარო
ფოტოსესია პუანტებში
ჩამორთმეული მანქანები

 
 

© 1994-2012 Rustavi 2 Broadcasting Company