ქართული დელეგაცია დავოსში `სოკარის` მიღებას დაესწრო
27.01.12 12:07
დავოსში მიმდინარე ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, აზერბაიჯანულმა ნავთობკომპანია "სოკარმა" მიღება გამართა. საღამოზე ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოში `სოკარის` მიერ უკვე განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები იყო. შეხვედრას ქართული დელეგაციაც ესწრებოდა. კომპანიის საქართველოში მუშაობის შესახებ კომენტარი გააკეთა `სოკარის` პრეზიდენტმა.
`ჩვენი კომპანია საქართველოსთან აქტიურად თანამშრომლობს. სხვა წარმატებულ პროექტებთან ერთად, ნაბუკოს პირველ ფაზაში შაჰდენიზის სამხრეთ კავკასიური მილსადენით საქართველოს გავლით გაზს თურქეთს მივაწოდებთ. ამით საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტული გაზის მოცულობა ბევრად გაიზრდება,`- განაცხადა როვნაგ აბდულაევმა.
შეხვედრის მონაწილებს სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმაც მიმართა.
|