დონალდ ტრამპი საქართველოშია
21.04.12 21:07
პირველი მულტიმილიონიანი ინვესტიცია აღმოსავლეთ ევროპაში და ბათუმის ყველაზე მაღალი შენობა. დონალდ ტრამპი, რომელიც ამ მასშტაბურ პროექტს განახორციელებს, უკვე მთელი დღეა საქართველოშია და დედაქალაქში შეხვედრებს მართავს.
ამერიკელი მილიარდელის ავიალაინერი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღის 12 საათზე დაფრინდა. დონალდ ჯონ ტრამპს ეკონომიკის მინისტრი და "სილკ როუდ ჯგუფის" წარმომადგენლები დახვდნენ.
ვიზიტისას დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება, რომ საქართველოში მისი სურვილით ჩამოვიდა. მთავარი მიზანი კი ქვეყანაში მასშტაბური პროექტების განხორციელება და სამომავლო თანამშრომლობაა.
მილიარდერი აშშ-ში ყველაზე მეტი უძრავ ქონების მფლობელია. ცათამბჯენები, კომპლექსები, სავაჭრო ცენტრები , 72-სართულიანი "ტრამპ უორლდ ტაუერი" - ეს იმ პროექტების არასრული ჩამონათვალია, რომელიც მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყანაში, მათ შორის შოტლანიაში, არაბთა საემიროებში, თურქეთსა და კორეაში გავლენიანი ბიზნესმენის ინვეტირებით განხორციელდა.
საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში ერთადერთი ქყვეყანა აღმოჩნდა, სადაც დონალდ ტრამპმა 250-მილონი დოლარის ინვესტიციის ჩადება გადაწყვიტა. ყველაზე მასშტაბური პროექტი ბიზნესმენის ინვესტირებით ბათუმში "ტრამპ ტაუერის" მშენებლობაა, პროექტს ხელი დონალდ ტრამპმა და "სილკ როუდ ჯგუფის" ხელმძღვანელმა ნიუ-იორკში ტრამპის სათავო ოფისში მოაწერეს. მნიშვნელოვანი დოკუმენტის გაფორმებას მიხელ სააკაშვილი ესწრებოდა. მილიარდერის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება მან საქართველოში გატარებული რეფორმებისა და მიხეილ სააკაშვილთან პიროვნული ურთიერთობის გამო მიიღო.
"ტრამპ ტაუერი" ზღვისპირა ქალაქის ცენტრში განთავსდება, საცხოვრებელი კომპლექსები და პენტჰაუსები შენობის 50 სართულს მოიცავს. პარალელურად, დაიწყება სავაჭრო ქუჩის მშენებლობაც, მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება გასართობი ცენტრები, კაფეები და იახტ-კლუბები.
ზღვისპირა ქალაქში 50-სართულიანი ცათამბჯენის მშენებლობის მნიშვნელობაზე დღეს დონალდ ტრამპმა სასტუმრო "რედისონში" ისაუბრა, მისივე სურვილით ამერიკულ და ქათულ მხარეს შორის დაგეგმილ ერთობლივ პროექტებზე ქართველ ჟურნალისტებთან გადაწყვიტა, მედიასთან საუბრისას მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი ინვესტიციების მოზიდვის დიდი პოტენციალი აქვს.
სასტუმროდან დონალდ ტრამპმა დედაქალაქის ქუჩებში გადაინაცვლა, ამერიკელმა ბიზნესმენმა გიგი უგულავასთან ერთად თბილისის ხედები, ძველი უბნები, ისტორიული ღირსშესანიშნაობები და განახლებული დავით აღმაშენებლის ქუჩა მოინახულა.
დონალდ ჯონ ტრამპის ვიზიტი საქართველოში 2-დღიანია, ხვალ ბიზნესმენი ზღვისპირა ქალაქს ეწვევა და მასშტაბური პროექტის ”ტრამპ ტაუერის ” პროექტის პრეზენტაციას დაესწრება. დაგეგმილია განახლებული ბათუმის მონახულება.
|