ლიტვის პრემიერ-მინისტრი და ბალტიისპირელი დეპუტატები თბილისის შემდეგ შეხვედრებს დღეს უკვე სხვა ქალაქებში გეგმავენ. ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა გუშინ ანდრიუს კუბილიუსმა გრიგოლ ვაშაძესთან გამართა, სადაც საქართველოში ყოფნის პერიოდი შეაჯამა. ლიტველმა მაღალჩინოსანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ოფიციალური ვილნიუსი საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების ერთ-ერთ მთავარი მხარდამჭერია.
მისივე თქმით, 2013 წელს, როდესაც ლიტვა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა გახდება, ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა დასკვნით ფაზაში გადავა. საუბარია ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციაზე, ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე.
უახლოეს მომავალში რუსეთი საქართველოსთან საჰაერო მომოსვლასთან დაკავშირებით კონსულტაციებს დაიწყებს. საუბარია რეგულარული ავიარეისების აღდგენაზე. განცხადება ამ თემაზე გუშინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკეთდა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბრიუსელში ოფილიალურ ვიზიტს განაგრძობს. დღეს დავით უსუფაშვილი, ქართულ დელეგაციასთან ერთად ევროპარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა.
ნაციონალური მოძრაობის წევრები ქვეყანაში ეკონომიკური მაჩვენებლების ვარდნის შესახებ საუბრობენ. სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებზე დაყრდნობით, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ბოლო რადენიმე თვის განმავლობაში ექსპორტი და იმპორტი მკვეთრად არის შემცირებული.
ქართული ღვინო რუსულ მაღაზიებში უახლოეს მომავალში გამოჩნდება. განცხადება ამის შესახებ რუსეთის მთავარმა სანიტარმა გენადი ონიშჩენკომ გააკეთა. მისივე თქმით, ქართული ღვინის პროდუქცია უკვე საბაჟო პროცედურას გადის.
შინაგან საქმეთ მინისტრი სამალავებში აღმოჩენილ ვიდეოფირებს დიპლომატებს გააცნობს. საქმე ეხება სამეგრელოში სპეციალური კამუფლაჟით დაფარულ სამალავებში აღმოჩენილ ვიდეოფირებს.