უკრაინა საერთაშორისო სკანდალის ეპიცენტრში
01.05.12 11:27
უკრაინა საერთაშორისო სკანდალის ეპიცენტრშია - ცენტრალური ევროპის სამიტზე იალტაში ხუთი ქვეყნის ლიდერები ბოიკოტის ნიშნად აღარ ჩავლენ. ეს გადაწყვეტილება გერმანიის, ჩეხეთის, სლოვაკეთის, ავსტრიისა და იტალიის ლიდერებმა იულია ტიმოშენკოს მიმართ განხორციელებულ ქმედებებს გამო მიიღეს.
ექს-პრემიერის ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა. ამის შესახებ მისმა ქალიშვილმა ევგენია ტიმოშენკომ ჩეხეთში მამასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ამ მოვლენების გამო, შვედეთმა უკრაინიდან ელჩი გაიწვია. მიზეზად ტიმოშენკოს საქმეზე დამატებითი დეტალების მიღება დასახელდა.
საყოველთაო ევროპულ ბოიკოტს ევროკომისარი ხოსე მანუელ ბაროზოც შეუერთდა. ის ევრო-2012-ის ჩემპიონატზე აღარ ჩავა, რომელიც დაახლოებით 6 კვირაში დაიწყება. არსებული ვითარების მიუხედავად, უეფა ჩემპიონატის სხვაგან გადატანას არ აპირებს. ევროპის პროტესტს ოფიციალური კიევი დღემდე არ გამოხმაურებია.
|