Freedom House-ის ანგარიშში საქართველომ სამი საფეხურით წინ გადაინაცვლა
01.05.12 17:29
ამერიკის არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House-მა პრესის თავისუფლების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ამ მხრივ მხრივ ვითარება გაუარესდა და საგრძნობლად დაიწია უნგრეთის, მაკედონიის, უკრაინისა და რუსეთის რეიტინგებმა.
ანგარიშში დადებითადაა შეფასებული რეგიონის სხვა ქვეყნები, მათ შორის საქართველოც, რომელმაც 55-ედან 52-ე პოზიციაზე გადაინაცვლა.
ანგარიშში წერია, რომ საქართველოს რეიტინგის ცვლილება განაპირობა რამდენიმე ფაქტორმა: ახალი გამოცემების დაარსებამ, სამაუწყებლო ლიცენზიის მინიჭებამ მედიაჯგუფისთვის, რომელიც ხელისუფლებას აკრიტიკებს და ასევე მედიამფლობელობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებამ.
|