ორშაბათი, 20.05.13   07:32
+22.4°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

მაისი 2013

S
M
T
W
T
F
S
1 
2 
3 
4 
6 
7 
8 
9 
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 
31 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

  

ავთანდილ ლიპარტელიანი ოსლოში ჩავიდა

09.05.12 15:56

ნორვეგიაში მომხდარი ტერაქტის დროს მოკლული თამთა ლიპარტელიანის მამა ოსლოში იმყოფება. აეროპორტში მას ადვოკატი და თარჯიმანი დახვდნენ. ავთანდილ ლიპარტელიანი ანდერს ბრეივიკის სასამართლოზე ჩვენებას მისცემს. მას უკვე მომზადებული აქვს მიმართვა, რომელსაც პროცესზე წაიკითხავს და 77 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული ნორვეგიელი ტერორისტისთვის სამუდამო პატიმრობას მოითხოვს.

სხდომა მედიისთვის დახურულია. მოსამართლის გადაწყვეტილებით, პირდაპირ ეთერში არ გაშუქდება არც ტერაქტის დროს დაშავებულთა დაკითხვა. თამთა ლიპარტელიანის მკვლელობის საქმეზე მოსმენა 11 მაისს არის ჩანიშნული. ბრეივიკის სასამართლო პროცესი სამი დღის წინ განახლდა.

ბრეივიკი აღიარებს 77 ადამიანის მკვლელობას ორი ტერაქტის შედეგად, რომელიც გასული წლის ივლისში ოსლოსა და კუნძულ უტოიაზე ჩაიდინა, თუმცა თავს დამნაშავედ არ ცნობს და აცხადებს, რომ ის თავდაცვის მიზნით მოქმედებდა.

video clip photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

ეზუგბაია გამოძიებასთან თანამშრომლობას გეგმავს

20.05.13 10:00

ირაკლი ეზუგბაია უახლოეს პერიოდში საქართველოში ჩამოსვლას და გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს.More...

პრეზიდენტის ვიზიტი ტაილანდის სამეფოში

20.05.13 10:58

საქართველოს პრეზიდენტი ტაილანდის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში აზია-წყნარი ოკეანის სამიტს ესწრება. მასში მსოფლიოს 37 ქვეყნის მაღალი რანგის სახელმწიფო პირები, პოლიტიკოსები და ექსპერტები მონაწილეობენ.More...

საპროტესტო აქციას დაპირისპირება მოჰყვა

18.05.13 21:12

შეკრება გუშინ გამოვლენილი ძალადობის დასაგმობად დღეს მთავრობის კანცელარიის შენობასთან გაიმართა, თუმცა ადგილზე მისულ აქციის მონაწილეებს იქ ისევ მათი მოწინააღმდეგეები დახვდნენ.More...

არასამთავრობოები 17 მაისის დარღვევებზე პროკურატურას მიმართავენ

20.05.13 11:15

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია და ადამიანის უფლებათა დამცველები რუსთაველის გამზირზე 17 მაისს მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით მოპოვებულ ვიდეო მასალასა და მონიტორინგის შედეგებს პროკურატურას გადაუგზავნიან.More...

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

`იდენტობის` მიერ ორგანიზებული აქცია ძალადობაში გადაიზარდა

17.05.13 16:30

ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს ორგანიზაცია `იდენტობის`მიერ დაგეგმილი აქცია რუსთაველის გამზირზე ჩაიშალა. ამის მიზეზი აქციის მოწინააღმდეგეთა შეკრება გახდა.More...video clip 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

17.05.13 15:06

რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა და საზოგადოებას ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა.More...

პარლამენტის თავმჯდომარე საზოგადოებას წესრიგის დაცვისკენ მოუწოდებს

17.05.13 14:41

თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების შესახებ საგანგებო განცხადება გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ. დავით უსუფაშვილმა მოქალაქეებს, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს მოუწოდა იმოქმედონ კანონის ფარგლებში.More...video clip 

ავღანეთში დაღუპული სამხედროების ცხედრები ოჯახებში გადაასვენეს

17.05.13 12:19

ქაშვეთის ეკლესიაში გამართული პანაშვიდის შემდეგ, ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროები ოჯახებში გადაასვენეს. მომავალ კვირას მათ სამხედრო პატივით დაკრძალავენ.More...video clip 


  სრული პროგრამა
რელიგიური უმცირესობა 17 მაისზე საუბრობს
ჩამორთმეული მანქანები
პოლიციელის დღე
Comedy-შოუ

 
 

© 1994-2012 Rustavi 2 Broadcasting Company