mygov.ge - ახალი პორტალი სახელმწიფო მომსახურების მისაღებად
17.05.12 13:00
სახელმწიფო მომსახურების მიღება ამიერიდან ერთი საიტის მეშვეობითაც შეიძლება. mygov.ge - სახელმწიფო სერვისების ახალი ელექტრონული პორტალია, რომელზეც 50-ზე მეტი მომსახურების მიღებაა შესაძლებელი.
ნებისმიერ მსურველს, რომელიმე სამინისტროში ან იუსტიციის სახლში მისვლის ნაცვლად, ყველა საბუთის გაფორმება და შეკვეთა ამ საიტის საშუალებით შეეძლება. მომსახურებით სარგებლობა საზღვარგარეთაც შესაძლებელია, თუმცა ამისთვის ID-ბარათი, ინტერნეტში ჩართული კომპიუტერი და ბარათის წამკითხავი მოწყობლობაა საჭირო.
იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტო პორტალის მომზადებაზე ერთი წლის განმავლობაში მაიკროსოფტთან და HP-სთან ერთად მუშაობდა.
|