ლეიბორისტების დეკლარაცია ნატოში შეუსვლელობის შესახებ
21.05.12 14:25
ლეიბორისტული პარტია ყველა პოლიტიკურ გაერთიანებას საქართველოს ნატოში შეუსვლელობის დეკლარაციაზე ხელის მოწერას სთავაზობს.
პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ამ საკითხთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა და განმარტა, რომ მათ მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტში ნათლად არის დადასტურებული, რომ შრომის პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, საქართველო ნატოში გაწევრიანებაზე უარს იტყვის.
დღევანდელ ბრიფინგზე ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილის საგაზეთო ინტერვიუისაც გამოეხმაურა. "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილი აცხადებს: ”ნათელაშვილი ახალი ბრალდებით გამოვიდა, თითქოს ვყიდულობ, მაგრამ ნათელაშვილს გასაყიდი არაფერი აქვს, ბოლომდე გაკოტრებულია და რატომ გადავიხდი ფულს გაკოტრებულ კომპანიაში. არ ვარ ისეთი სულელი, რომ გაკოტრებული ნათელაშვილი ვიყიდო, ნათელაშვილს ფასი არ აქვს და აღარ გაიყიდება.”
`როდესაც ჩვენ უფასო განათლება შემოგვქონდა საქართველოში სასამართლოების მეშვეობით, აი, მაშინ ეს არაგაკონტრებული პოლიტიკოსი აფინანსებდა რეჟიმს, რომელსაც ჩვენ ვებრძოდით,`- განაცხადა ნათელაშვილმა.
|