შაბათი, 25.05.13   04:50
+21.2°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

მაისი 2013

S
M
T
W
T
F
S
1 
2 
3 
4 
6 
7 
8 
9 
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 
31 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

  

პრეზიდენტის გამოსვლა მაასტრიხტის უნივერსიტეტში

23.02.12 10:00

საქართველოს პრეზიდენტი მაასტრიხტის უნივერსიტეტს ესტუმრა, სადაც უნივერსიტეტის მესვეურებმა მიხეილ სააკაშვილი საგანგებოდ მიიწვიეს. ქვეყნის პირველი პირის გამოსვლის მთავარი თემა საქართველოს პოლიტიკური ტრანსფორმაცია და რეგიონში მისი როლის ზრდა იყო.

მიხეილ სააკაშვილმა იმ რეფორმებისა და ცვლილებების შესახებ ისაუბრა, რომელიც ქვეყანაში 2004 წლიდან, ხელისუფლებაში მისი მოსვლის დღიდან ხორციელდება.

`რადიკალურმა რეფორმებმა ჩვენი ქვეყანა არშემდგარი სახელმწიფოსგან რეგიონის ლიდერად აქცია - ვარდების რევოლუციამდე ჩვენ თითქმის არშემდგარი სახელმწიფო ვიყავით, მაგრამ ახლა, კორუფციასთან ბრძოლისა და ეკონომიკის გახსნილობის თვალსაზრისით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვლიდერობთ,`- განაცხადა საქართველოს პირველმა პირმა და აუდიტორიას იმ გზის შესახებ ესაუბრა, რომელმაც ქვეყანა წარმატებამდე მიიყვანა.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმით გაგრძელდა და მიხეილ სააკაშვილი უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს მათთვის საინტერესო თემებზე ესაუბრა.

აუდიტორიის ინტერესი, ძირითადად, ისეთი საკითხებს წარმოადგენდა, როგორიცაა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობა, მათ შორის, მოლაპარაკება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკების დაწყების პერსპექტივა, საქართველოს ნატოსკენ მისწრაფება და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა.
დამსწრე საზოგადოებას საქართველოს პრეზიდენტი მაასტრიხტის უნივერსიტეტის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ, პროფესორმა მარტინ პოლმა პირადად წარუდგინა.

photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

ნიკო ლეკიშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებს

06.05.13 15:43

ნიკო ლეკიშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებს. ის აცხადებს, რომ მზად არის თბილისის საკრებულოს წევრი გახდეს, თუ საკრებულოს წევრობა არჩევითი გახდება. More...video clip 

ნატოს გენერალური მდივნის წერილი პრეზიდენტ სააკაშვილს

06.05.13 14:30

ნატოს გენერალურმა მდივანმა საქართველოს პრეზიდენტს წერილი გაუგზავნა, რომელშიც ანდერს ფოგ რასმუსენი ამბობს, რომ სამხრეთ კორეაში ვიზიტის დროს შეიტყო თურქეთში მომხდარი ინციდენტის შესახებ...More...video clip 

თავდაცვის მინისტრმა დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო

06.05.13 14:00

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ სამხედროებთან ერთად აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო. `ქრისტეს აღდგომის მიცვალებულთათვის ხარების`დღეს მუხათგვერდის სამხედრო სასაფლაოზე თავდაცვის მინისტრიMore...video clip 

პრემიერ-მინისტრი სოფლის მეურნეობის სფეროში მიმდინარე პროცესებს აფასებს

06.05.13 13:22

პრემიერ-მინისტრი სოფლის მეურნეობის სამინისტროში დაწყებულ გამოძიებას გამოეხმაურა. `გურია ნიუსისთვის` მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ სოფლის მეურნეობის...More...video clip 

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

სააკაშვილი ცარნაევის საქართველოსთან კავშირს უარყოფს

06.05.13 11:42

მიხეილ სააკაშვილმა ტელეარხ Sky News-ის ეთერში კიდევ ერთხელ უარყო ბოსტონის ტერაქტში ეჭვმიტანილი ტამერლან ცარნაევის კავშირი საქართველოსთან. More...video clip 

პირად ცხოვრებაში ჩარევის წინააღმდეგ აქცია გაიმართა

04.05.13 21:15

პარლამენტის წინ აქციაზე 4 ადამიანია დაკავებული. პოლიციამ ახალგაზრდების დაპატიმრების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს 10-მდე ახალგაზრდა მიუახლოვდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.More...

გიორგი მარგველაშვილი შრომის კოდექსს იწუნებს

03.05.13 14:44

შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები დასაქმების მხრივ პრობლემებს შექმნის და ბიზნესის განვითარებას ხელს შეუშლის – ასე თვლის ვიცე-პრემიერი და განათლების მინისტრი.More...video clip 

სააკაშვილი ბოსტონის ტერაქტის ორგანიზატორთან საქართველოს კავშირს გამორიცხავს

03.05.13 14:13

მიხეილ სააკაშვილი ბოსტონის ტერაქტის მომწყობთან საქართველოს კავშირს გამორიცხავს. ამის შესახებ პრეზიდენტმა გამოცემა "ფორინ პოლისისთან" ინტერვიუში ისაუბრა. More...video clip 


  სრული პროგრამა
`პროფილი`: ზურგი - შენ რა სექსი ხარ
`შინი``ნანუკას შოუში`
ლევან აბაშიძე - 50
ოლესია თავაძის სამყარო

 
 

© 1994-2012 Rustavi 2 Broadcasting Company