მხუთავი არით მოწამვლის მორიგი შემთხვევა მოხდა თბილისში. ვარკეთილში ინტოქსიკაცია მიიღო ორმა ქალბატონმა.
ინციდენტი ვარკეთილის მე-2 მიკრო-რაიონის მე-15 კორპუსში მოხდა. გამოძახებულმა მაშველებმა ერთ-ერთი ბინის კარი შეამტვრიეს და უგონო მდგომარეობაში მყოფი ორი ადამიანი დახვდათ.
საჭირო გახდა ერთ-ერთი მათგანის კლინიკაში გადაყვანა. ექიმები მის მდგომარეობას დამაკმაყოფილებლად აფასებენ.
წინასწარი ინფორმაციით, მომხდარის მიზეზად წყლის გამათბობელი სახელდება.
მსგავი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად თბილისის მერია ქალაქის მცხოვრებლებს მოუწოდებს გამოიყენონ პროგრამა "უსაფრთხო ზამთარი" და უფასოდ შეამოწმონ გამათბობლები.
შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს შესაძლოა ბრალი დღეს წაუყენონ. გელა ხვედელიძე ე.წ. მოდულის შენობაში იმყოფება, გამოძიება კი საქმის დამატებითი დეტალების გარკვევას ცდილობს.
თავდაცვის მინისტრს მიაჩნია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში "ქართული ოცნების" კანდიდატი გაიმარჯვებს. ირაკლი ალასანია აგრეთვე აცხადებს, რომ, მიუხედავად ამისა, აუცილებელია არჩევნებში ბევრი კანდიდატი ჩაერთოს.
გიორგი ფარესაშვილის სკანდალთან დაკავშირებით, საგანგებო განცხადებას ავრცელებს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გია ხუხაშვილი. ის იმ ბრალდებებს ეხმაურება, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში მისი მისამართით კეთდებოდა და აცხადებს, რომ აპირებს დააყენოს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი...
ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილთა ცხედრების ექპერტიზის საქმეში დღეიდან დამოუკიდებელი ექსპერტი ჩაერთვება. პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ გარდაცვლილთა მშობლების მოთხოვნა დააკმაყოფილეს.
ვანოს შოუ
იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად
კომედი შოუ
უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !
გენერალურმა ინსპექციამ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დააკავა. ამის შესახებ განცხადება თავად შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო პრესკონფერენციაზე გააკეთა.
საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან აქციის ფონზე მიმდინარეობდა. სასწავლებლის ეზოში პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირები და სტუდენტები შეიკრიბნენ...
მარიხუანის მომხმარებელს შესაძლოა მძიმე სასჯელი აღარ დაეკისროს - ამას სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს. კანონპროექტი ნარკოტიკული დანაშაულის საკითხზე უკვე ინიცირებულია პარლამენტში.