ოთხშაბათი, 19.06.13   23:06
+21.2°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

ივნისი 2013

S
M
T
W
T
F
S
3 
4 
5 
6 
7 
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

  

გრიგოლ ვაშაძე ბრატისლავაში სლოვაკ კოლეგას შეხვდა

13.04.12 11:22

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ბრატისლავაში სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, მიროსლავ ლაიჩაკს შეხვდა.

შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრი, მათ შორის ჩიკაგოს 2012 წლის ნატოს სამიტისთვის მზადების პროცესში ორივე მხარისათვის აქტუალური საკითხები, კერძოდ, ISAF-ის ფარგლებში თანამშრომლობა და 2014 წლის შემდეგ ავღანეთში პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნებისა და ეკონომიკური განვითარების მიზნით ურთიერთქმედების აუცილებლობა.

ყურადღება გამახვილდა რეგიონში მიმდინარე პროცესებზე და ამ მიმართულებით მხარეებს შორის თანამშრომლობის აუცილებლობაზე.

ამავე შეხვედრაზე გახდა ცნობილი, რომ 27 აპრილიდან საქართველოს მოქალაქეები სლოვაკეთის ვიზის აღებას თბილისში, სლოვაკეთის საელჩოში შეძლებენ. აქამდე, სლოვაკეთის ვიზების აღება ანკარასა და კიევში სლოვაკეთის საკონსულოებში იყო შესაძლებელი.

video clip photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

პრეზიდენტი ცხინვალში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა

28.05.13 15:14

ოკუპირებული ცხინვალის მიმდებარე სოფლებში მავთულხლართების განლაგებაზე კომენტარი გააკეთა პრეზიდენტმა სააკაშვილმა. ის მომხდარში მთავრობას არ ადანაშაულებს.More...video clip 

ცხინვალში მავთულხლართების გაბმის პროცესი შეჩერებულია

28.05.13 15:03

მავთულხლართების გაბმის პროცესი ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ამ დროისთვის შეჩერებულია, თუმცა სამუშაოები შესაძლოა ისეთ ადგილებში გრძელდება, სადაც ფიზიკურად ოკუპანტების დანახვა შეუძლებელია. More...video clip 

თედო ჯაფარიძის განცხადება

28.05.13 14:54

საქართველოს პარლამენტმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თედო ჯაფარიძის განცხადება გაავრცელა რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გავლებასთან დაკავშირებით.More...video clip 

აფხაზეთში ორ ქართველი ჯაშუშობისთვის გაასამართლეს

28.05.13 13:35

ოკუპირებულ აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით ორი პირი გაასამართლეს. მარიონეტული რეჟიმის უზენაესმა სასამართლომ ჯემალ ოკუჯავას და ოთარ ჯღარკავას 13 და 11-ნახევარწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. More...

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

IDU მერაბიშვიილს დაკავებას ეხმაურება

28.05.13 13:22

დემოკრატების საერთაშორისო გაერთიანება მოუწოდებს ბიძინა ივანიშვილის მთავრობას - შეწყვიტოს ოპოზიციის ლიდერების დევნა და პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებები. შესაბამისი განცხადება ორგანიზაციის ვებ-გამოქვეყნდა. More...video clip 

უმცირესობა პლენარულ სხდომას არ ესწრება

28.05.13 12:04

ნაციონალური მოძრაობა პროტესტის ნიშნად პარლამენტის დღევანდელ სხდომას არ დაესწრება - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ვიცე-სპიკერმა გიორგი ბარამიძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. More...video clip 

ვანო მერაბიშვილის მხარდასაჭერი აქციები გაიმართება

28.05.13 11:30

ნაციონალური მოძრაობის ორგანიზებით, დღეს საქართველოს რამდენიმე ქალაქში ერთდროულად ვანო მერაბიშვილის მხარდამჭერი აქციები გაიმართება. More...video clip 

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

28.05.13 10:35

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის მხრიდან ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გავლებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. More...video clip 


  სრული პროგრამა
პოზიცია
კურიერი: პირველი ოპერა
კურიერი: შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი
P.S.: იდეალისტის 10 წელი

 
 

© 1994-2013 Rustavi 2 Broadcasting Company