პარასკევი, 24.05.13   23:39
+21.8°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

მაისი 2013

S
M
T
W
T
F
S
1 
2 
3 
4 
6 
7 
8 
9 
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 
31 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

  

პრეზიდენტის გამოსვლა მაასტრიხტის უნივერსიტეტში

23.02.12 10:00

საქართველოს პრეზიდენტი მაასტრიხტის უნივერსიტეტს ესტუმრა, სადაც უნივერსიტეტის მესვეურებმა მიხეილ სააკაშვილი საგანგებოდ მიიწვიეს. ქვეყნის პირველი პირის გამოსვლის მთავარი თემა საქართველოს პოლიტიკური ტრანსფორმაცია და რეგიონში მისი როლის ზრდა იყო.

მიხეილ სააკაშვილმა იმ რეფორმებისა და ცვლილებების შესახებ ისაუბრა, რომელიც ქვეყანაში 2004 წლიდან, ხელისუფლებაში მისი მოსვლის დღიდან ხორციელდება.

`რადიკალურმა რეფორმებმა ჩვენი ქვეყანა არშემდგარი სახელმწიფოსგან რეგიონის ლიდერად აქცია - ვარდების რევოლუციამდე ჩვენ თითქმის არშემდგარი სახელმწიფო ვიყავით, მაგრამ ახლა, კორუფციასთან ბრძოლისა და ეკონომიკის გახსნილობის თვალსაზრისით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვლიდერობთ,`- განაცხადა საქართველოს პირველმა პირმა და აუდიტორიას იმ გზის შესახებ ესაუბრა, რომელმაც ქვეყანა წარმატებამდე მიიყვანა.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმით გაგრძელდა და მიხეილ სააკაშვილი უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს მათთვის საინტერესო თემებზე ესაუბრა.

აუდიტორიის ინტერესი, ძირითადად, ისეთი საკითხებს წარმოადგენდა, როგორიცაა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობა, მათ შორის, მოლაპარაკება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკების დაწყების პერსპექტივა, საქართველოს ნატოსკენ მისწრაფება და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა.
დამსწრე საზოგადოებას საქართველოს პრეზიდენტი მაასტრიხტის უნივერსიტეტის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ, პროფესორმა მარტინ პოლმა პირადად წარუდგინა.

photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

ალასანია პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმაურება

01.05.13 12:12

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, არ არსებობს მტკიცების საფუძველი, რომ საქართველოში ჩრდილო-კავკასიელი ტერორისტები ემზადებოდნენ. ამის შესახებ ირაკლი ალასანიამ რუსთავი 2-ის ეთერში ნინო შუბლაძის გადაცემა `პოზიციაში`განაცხადა. More...video clip 

საგამოძიებო სამსახური კომპანია `სინათლის ქალაქში`

01.05.13 11:15

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისის მერიის კომპანია `სინათლის ქალაქის`ოფისიდან დოკუმენტაცია ამოიღო. კომპანიის დირექტორის თქმით, ორგანიზაციაში შესულია შემოსავლების სამსახურიც, რომელიც ინვენტარიზაციას ატარებს. More...video clip 

უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას შეეცდება

01.05.13 10:35

საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას შეეცდება. `საერთო სასამართლოების შესახებ`საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად უმრავლესობას 89 ხმა სჭირდება. More...video clip 

ბოკერია ბრალდებას აბსურდულად მიიჩნევს

01.05.13 10:00

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია მის უწყებაში საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლების შესვლას ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს უკავშირებს.More...

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

პრეზიდენტი ქართულ ჯარს 22 წლის იუბილეს ულოცავს

30.04.13 18:15

საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ქართული არმიის 22 წლისთავს ულოცავს საქართველოს პრეზიდენტი. წერილი მიხეილ სააკაშვილის ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. More...video clip 

გიორგი ბარამიძე პრაიმერიში თავის კანდიდატურას დააყენებს

30.04.13 17:27

გიორგი ბარამიძე შესაძლოა საპრეზიდენტო კანდიდატი იყოს. ნაციონალური მოძრაობის წევრის განცხადებით, ის აპირებს საპრეზიდენტო კანდიდატის შესარჩევ პრაიმერიში თავისი კანდიდატურის დაყენებას. More...video clip 

ვალერი ხაბურძანია საქართველოში დაბრუნდა

30.04.13 17:09

შევარდნაძის მთავრობის უშიშროების მინისტრი საქართველოში დაბრუნდა. ვალერი ხაბურძანია მოსკოვიდან თბილისში დღეს ჩამოვიდა.More...video clip 

იუსტიციის მინისტრს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე პასუხობს

30.04.13 16:45

იუსტიციის მინისტრი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ღია წერილით მიმართავს. თეა წულუკიანი კოტე კუბლაშვილს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებზე სწერს. More...video clip 


  სრული პროგრამა
`პროფილი`: ზურგი - შენ რა სექსი ხარ
`შინი``ნანუკას შოუში`
ლევან აბაშიძე - 50
ოლესია თავაძის სამყარო

 
 

© 1994-2012 Rustavi 2 Broadcasting Company