ლიტვის პრემიერ-მინისტრი და ბალტიისპირელი დეპუტატები თბილისის შემდეგ შეხვედრებს დღეს უკვე სხვა ქალაქებში გეგმავენ. ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა გუშინ ანდრიუს კუბილიუსმა გრიგოლ ვაშაძესთან გამართა, სადაც საქართველოში ყოფნის პერიოდი შეაჯამა. ლიტველმა მაღალჩინოსანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ოფიციალური ვილნიუსი საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების ერთ-ერთ მთავარი მხარდამჭერია.
მისივე თქმით, 2013 წელს, როდესაც ლიტვა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა გახდება, ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა დასკვნით ფაზაში გადავა. საუბარია ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციაზე, ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე.
იუსტიციის მინისტრი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ღია წერილით მიმართავს. თეა წულუკიანი კოტე კუბლაშვილს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებზე სწერს.
თეა წულუკიანი იუსტიციის საბჭოს წევრ მოსამართლეებს უფლებამოსილებას შეუჩერებს. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა მეცხრე არხის ეთერში განაცხადა. მან მოსამართლეებს იუსტიციის საბჭოს წევრობის კანდიდატების წარდგენისა და საარჩევნო კამპანიის დაწყებისკენ მოუწოდა.
პარლამენტში ხუთ სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს ელჩობის კანდიდატები მივლენ. დიპლომატები უმცირესობაში შემავალი ფრაქციების ერთობლივ სხდომას დაესწრებიან და დეპუტატთა კითხვებს უპასუხებენ.
ვანოს შოუ
იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად
კომედი შოუ
უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ეგიდით გამართული როუზ როსის 83-ე სემინარი გრძელდება. ღონისძიების მეორე დღეს მონაწილეთა განხილვის მთავარი საკითხები საქართველო-რუსეთის ურთიერთობები, ახალი მთავრობის...
ქართული არმია 22 წლის იუბილეს აღნიშნავს. თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ შეიარაღებული ძალების დღე პირად შემადგენლობას თავდაცვის სამინისტროს სამწყობრო მოედანზე მიულოცა.
`სამხრეთი კავკასია: გეოპოლიტიკა, ევროატლანტიკური ინტეგრაცია და შიდა გამოწვევები` - ეს არის ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ძირითადი თემები, რომელსაც ქართველი და უცხოელი მაღალჩინოსნები ესწრებიან. დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება ექსპერტ გია ხუხაშვილის მის მრჩევლად დანიშვნის თაობაზე დღეს გახდა ცნობილი. ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ეს თანამდებობა ხუხაშვილს მან თავად შესთავაზა.