ოთხშაბათი, 22.05.13   21:19
+17.2°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

მაისი 2013

S
M
T
W
T
F
S
1 
2 
3 
4 
6 
7 
8 
9 
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 
31 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

  

პრეზიდენტის გამოსვლა მაასტრიხტის უნივერსიტეტში

23.02.12 10:00

საქართველოს პრეზიდენტი მაასტრიხტის უნივერსიტეტს ესტუმრა, სადაც უნივერსიტეტის მესვეურებმა მიხეილ სააკაშვილი საგანგებოდ მიიწვიეს. ქვეყნის პირველი პირის გამოსვლის მთავარი თემა საქართველოს პოლიტიკური ტრანსფორმაცია და რეგიონში მისი როლის ზრდა იყო.

მიხეილ სააკაშვილმა იმ რეფორმებისა და ცვლილებების შესახებ ისაუბრა, რომელიც ქვეყანაში 2004 წლიდან, ხელისუფლებაში მისი მოსვლის დღიდან ხორციელდება.

`რადიკალურმა რეფორმებმა ჩვენი ქვეყანა არშემდგარი სახელმწიფოსგან რეგიონის ლიდერად აქცია - ვარდების რევოლუციამდე ჩვენ თითქმის არშემდგარი სახელმწიფო ვიყავით, მაგრამ ახლა, კორუფციასთან ბრძოლისა და ეკონომიკის გახსნილობის თვალსაზრისით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვლიდერობთ,`- განაცხადა საქართველოს პირველმა პირმა და აუდიტორიას იმ გზის შესახებ ესაუბრა, რომელმაც ქვეყანა წარმატებამდე მიიყვანა.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმით გაგრძელდა და მიხეილ სააკაშვილი უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს მათთვის საინტერესო თემებზე ესაუბრა.

აუდიტორიის ინტერესი, ძირითადად, ისეთი საკითხებს წარმოადგენდა, როგორიცაა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობა, მათ შორის, მოლაპარაკება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკების დაწყების პერსპექტივა, საქართველოს ნატოსკენ მისწრაფება და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა.
დამსწრე საზოგადოებას საქართველოს პრეზიდენტი მაასტრიხტის უნივერსიტეტის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ, პროფესორმა მარტინ პოლმა პირადად წარუდგინა.

photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

პრეზიდენტი პრემიერს გადაწყვეტილების გადახედვას სთხოვს

26.04.13 12:47

საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრს მიმართავს და სთხოვს გადახედოს გადაწყვეტილებას ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტისთვის აშენებულ შენობაში, სასწავლო დაწესებულების ნაცვლად, ქალაქის მთავრობის განთავსების თაობაზე.More...video clip 

თეა წულუკიანი დათა ახალაიას შესახებ

26.04.13 12:02

იუსტიციის მინისტრი დათა ახალაიას "ფასდაუდებელი ინფორმაციის" მფლობელად მიიჩნევს. ამის შესახებ თეა წულუკიანმა ტელეკომპანია `მაესტროს`ეთერში, გადაცემა `პოლიტმეტრში` განაცხადა.More...video clip 

წულუკიანი კუბლაშვილს კონსულტაციებს სთავაზობს

26.04.13 11:44

თეა წულუკიანი კონსტანტინე კუბლაშვილს "საერთო სასამართლოების შესახებ კანონში" შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით კონსულტაციებს სთავაზობს. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ის ამ ინიციატივით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ოფიციალურად მიმართავს.More...video clip 

თბილისში საქართველო-უკრაინის ბიზნესფორუმი მიმდინარეობს

26.04.13 11:42

თბილისში საქართველოსა და უკრაინის ერთობლივი ბიზნეს-ფორუმი მიმდინარეობს. ღონისძიებას 50-მდე უკრაინული კომპანიის წარმომადგენლები ესწრებიან. More...video clip 

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

26 მაისის კომისია პირველ სხდომას მართავს

26.04.13 11:36

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად დაგეგმილ ღონისძიებებზე მომუშავე სახელმწიფო კომისია პირველ სხდომას მართავს. ვიცე-პრემიერი და განათლების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი, რომელიც აღნიშნულ კომისიას ხელმძღვანელობს...More...video clip 

საარჩევნო უბნებს ბიულეტენები გადაეცემა

26.04.13 11:26

27 აპრილის შუალედური საპარლამენტო არჩევნებისთვის უბნებს ბიულეტენები დღეს დაურიგდება. სამ ოლქში 177 უბანი გაიხსნება. შუალედურ არჩევნებში სულ 13 პოლიტიკური პარტია და ერთი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს.More...video clip 

პარლამენტი პრეზიდენტის შენიშვნების გათვალისწინებას არ აპირებს

25.04.13 11:27

იუსტიციის საბჭოს შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს შენიშვნები გადაუგზავნა, თუმცა უმრავლესობა აცხადებს, რომ მათ გათვალისწინებას არ აპირებს და ვეტოს დასაძლევად ემზადება.More...video clip 

სახელმწიფო დაცვის სამსახურის განცხადება

25.04.13 11:19

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებას პასუხობს. ტექსტში ნათქვამია, რომ ის ორი ადამიანი, რომელიც პრეზიდენტის რეზიდენციაში იმყოფებოდა და რომელიც ანდრო...More...video clip 


  სრული პროგრამა
პოზიცია - ხმაურიანი დაკავება
ოლესია თავაძის სამყარო
ფოტოსესია პუანტებში
ჩამორთმეული მანქანები

 
 

© 1994-2012 Rustavi 2 Broadcasting Company