|
|
|
|
|
|
|
|
1
|
|
|
|
|
|
|
|
8
|
|
9
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
20
|
21
|
22
|
|
23
|
24
|
25
|
26
|
27
|
28
|
29
|
|
30
|
|
|
|
|
|
|
|





|
 თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:

|
|
დევდარიანმა `დინამოს` მწვრთნელის თანამდებობა დატოვა
17.04.12 17:37
თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დევდარიანმა თანამდებობა დატოვა. გადაწყვეტილება მთავარმა მწვრთნელმა კლუბის მფლობელ რომან ფიფიასთან შეხვედრის შემდეგ მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით თანამდებობა დატოვა კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი ნემსაძემაც, რომელიც თავის დროზე "დინამოში" გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე გიორგი დევდარიანის დანიშვნის მთავარი ინიციატორი იყო.
კლუბის ვებგვერდზე დაიდო ყოფილი მწვრთნელის განცხადებაც, რომელშიც ის გადაწყვეტილების მიზეზად გუნდთან შეუთავსებლობას ასახელებს.
`როდესაც გუნდი ვერ აჩვენებს სათანადო შედეგს, ან მწვრთნელმა უნდა დატოვოს თანამდებობა, ან ფეხბურთელების ჯგუფმა. ამ შემთხვევაში გადავწყვიტე, რომ ჩემი წასვლა სწორი არჩევანი იქნებოდა,`- ნათქვამია განცხადებაში.
|
 |
 |
|
|
|
|

|