უნიკალური არქეოლოგიური აღმოჩენა აჭარაში
05.05.12 15:23
უნიკალური არქეოლოგიური აღმოჩენა აჭარაში - ფიჭვნარის სანაპიროდან 10 კილომეტრის მოშორებით, ზღვაში გემის ნაშთებია ნაპოვნი.
პირველადი შეფასებით, ნაპოვნი მასალები ჩვენი წელთაღრიცხვის მეორე საუკუნით თარიღდება. ზღვის ფსკერიდან, დაახლოებით 120 მეტრის სიღრმიდან ნაშთები ლაზმა მეთევზემ ამოიტანა და შეაგროვა.
ნაპოვნია გემის 7 დეტალი, მათ შორის ანძა, თანმხლები მასალა, დოქი და ამფორა.
ამ დროისათვის ექსპონატებზე მეცნიერები მუშაობენ. გემის ნაშთები ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმშია გამოფენილი.
გემის რეკონსტრუირებაზე მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფი იმუშავებს.
|