ოთხშაბათი, 22.05.13   01:41
+14.2°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

მაისი 2013

S
M
T
W
T
F
S
1 
2 
3 
4 
6 
7 
8 
9 
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 
31 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

  

პრეზიდენტის გამოსვლა მაასტრიხტის უნივერსიტეტში

23.02.12 10:00

საქართველოს პრეზიდენტი მაასტრიხტის უნივერსიტეტს ესტუმრა, სადაც უნივერსიტეტის მესვეურებმა მიხეილ სააკაშვილი საგანგებოდ მიიწვიეს. ქვეყნის პირველი პირის გამოსვლის მთავარი თემა საქართველოს პოლიტიკური ტრანსფორმაცია და რეგიონში მისი როლის ზრდა იყო.

მიხეილ სააკაშვილმა იმ რეფორმებისა და ცვლილებების შესახებ ისაუბრა, რომელიც ქვეყანაში 2004 წლიდან, ხელისუფლებაში მისი მოსვლის დღიდან ხორციელდება.

`რადიკალურმა რეფორმებმა ჩვენი ქვეყანა არშემდგარი სახელმწიფოსგან რეგიონის ლიდერად აქცია - ვარდების რევოლუციამდე ჩვენ თითქმის არშემდგარი სახელმწიფო ვიყავით, მაგრამ ახლა, კორუფციასთან ბრძოლისა და ეკონომიკის გახსნილობის თვალსაზრისით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვლიდერობთ,`- განაცხადა საქართველოს პირველმა პირმა და აუდიტორიას იმ გზის შესახებ ესაუბრა, რომელმაც ქვეყანა წარმატებამდე მიიყვანა.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმით გაგრძელდა და მიხეილ სააკაშვილი უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს მათთვის საინტერესო თემებზე ესაუბრა.

აუდიტორიის ინტერესი, ძირითადად, ისეთი საკითხებს წარმოადგენდა, როგორიცაა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობა, მათ შორის, მოლაპარაკება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკების დაწყების პერსპექტივა, საქართველოს ნატოსკენ მისწრაფება და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა.
დამსწრე საზოგადოებას საქართველოს პრეზიდენტი მაასტრიხტის უნივერსიტეტის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ, პროფესორმა მარტინ პოლმა პირადად წარუდგინა.

photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

პრემიერი სტრასბურგში შეხვედრებს დღეს დაასრულებს

24.04.13 10:49

ბიძინა ივანიშვილი სტრასბურგში დღეს ბოლო შეხვედრას გამართავს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირისპირ გაესაუბრება თავის რუმინელ კოლეგას და ამით ვიზიტს დაასრულებს. More...video clip 

უმრავლესობას პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის იმედი აქვს

24.04.13 10:00

უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტის კიდევ ერთ ვეტოს დაძლევს. მათი თქმით, 90 ხმის მოგროვება არც ამჯერად გაუჭირდებათ. More...video clip 

სერგეი ლავროვი საქართველოს შესახებ

23.04.13 18:35

რუსეთი მხად არის საქართველოს ახალი ხელისუფლების ნებისმიერ ნაბიჯს უპასუხოს, რომელიც ურთიერთობების ნორმალიზაციას ითვალისწინებს, - ეს განცხადება სერგეი ლავროვმა ბრიუსელში, ნატოს მინისტერიალის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.More...

მაია ფანჯიკიძე ნატოს მინისტერიალს ესწრება

23.04.13 18:04

ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების მინისტერიალი ბრიუსელში დღეს დაიწყო. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე წარადგენს.More...

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

პრეზიდენტის ადმინისტრაცია პრემიერის განცხადებას უარყოფს

23.04.13 17:48

პრეზიდენტის ადმინისტრაცია უარყოფს პრემიერ მინისტრის მიერ სტრასბურგში გაკეთებულ განცხადებას ტელეკომპანია `რუსთავის2`-ის შესახებ. საგანგებო განცხადება პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ გააკეთა.More...

პრეზიდენტი პრემიერის გამოსვლას ეხმაურება

23.04.13 17:32

პრემიერს შეუძლია მაკრიტიკოს, თუმცა არ შეიძლება ეთამაშოს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე.More...

პრემიერ-მინისტრის გამოსვლა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე

23.04.13 17:17

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას მიმართა.More...

სოსო რობაქიძე ეჭვობს, რომ ირაკლი ოქრუაშვილს მთავრობაში ლობირებენ

23.04.13 14:00

2004 წელს პატრულის ოფიცრის მიერ მოკლული ბუტა რობაქიძის მამა სოსო რობაქიძე ფიქრობს, რომ მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს ამ მთავრობაში ლობირებენ.More...video clip 


  სრული პროგრამა
პოზიცია - ხმაურიანი დაკავება
ოლესია თავაძის სამყარო
ფოტოსესია პუანტებში
ჩამორთმეული მანქანები

 
 

© 1994-2012 Rustavi 2 Broadcasting Company