რევაზ ჭურაძეს საქართველოში უახლოეს დღეებში გადმოასვენებენ
11.01.12 11:47
იტალიის ქალაქ ბარიში მოკლულ საქართველოს მოქალაქეს სამშობლოში უახლოეს დღეებში ადგილობრივი პროკურატურის ნებართვის შემდეგ გადმოასვენებენ. იტალიაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ექსპერტიზა დასრულებულია და მკვლელობის საქმეს ბარის პროკურატურა იძიებს. მომხდარის დეტალები სწორედ გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
ჭურაძის ცხედარი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით ქალაქის ცენტრში იპოვეს. პოლიცია ერთდროულად რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს. მათ შორის ფიგურირებს კრიმინალური გარჩევაც. ჭურაძეს ბარიში ფულადი გზავნილების ოფისი ჰქონდა. დიდი რაოდენობით თანხა პოლიციამ მოკლულის სახლშიც აღმოაჩინა. გამოძიების კიდევ ერთი ვერსია შპიონაჟს უკავშირდება.
მთავარმა პროკურატურამ გიგი უგულავას საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. მერისთვის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლომ 72 საათის ვადაში უნდა იმსჯელოს.
შინგან საქმეთა მინისტრი სასამართლოს მუშაობით უკმაყოფილოა. ირაკლი ღარიბაშვილი იმ განაჩენებს გულისხმობს, რომელიც სასამართლოებმა ბოლო პერიოდში გამოიტანეს. სასამართლო სისტემაზე ღარიბაშვილმა საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტებთან შეხვედრაზე ისაუბრა.
2006 წლის 2 მაისს თბილისში კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის ვიდეომასალა გაავრცელა მედიაკავშირმა `ობიექტივმა`. გადაცემის ავტორების ინფორმაციით, მასალა 41-წუთიანია და ის პროკურატურას გადაეცა.
უზენაესმა სასამართლომ მთავარი პროკურორის ბრალდებებს უპასუხა. სასამართლოს თავმჯდომარემ საგანგებო ბრიფინგი გამართა, რომელზეც თავისი პოზიცია ჟურნალისტებს გააცნო. კუბლაშვილმა მოსამართლეთა საქმეების შესწავლა პროკურატურის მიერ არაკონსტიტუციურ ქმედებად შეაფასა.
ვანოს შოუ
იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად
კომედი შოუ
უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისის განვითარების ფონდიდან მისი საქმიანობის სრული დოკუმენტაცია ამოიღო. ამ ფაქტთან დაკავშირებით თბილსის მერიამ საგანგებო განცხადება გაავრცელა...
ბუტა რობაქიძის დედა ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი ღვინიაშვილის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს. მისი მტკიცებით, ხელისუფლების ამ ორ ყოფილ წარმომადგენელს დიდი როლი აქვთ მოვლენათა განვითარებაში.
ნინო ბურჯანაძე ხვალ პროკურატურაშია დაბარებული. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველები პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის დაკითხვას გეგმავენ. მთავარმა პროკურორმა დღეს დაადასტურა რომ დაკითხვა 26 მაისის მოვლენებს უკავშირდება.
სამართალდამცველებმა ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის ოთხი წევრი: ხვიჩა ბ, დავით შ, როინ ბ. და გიორგი ჯ. თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ამლევში 12 აგარაკის გაქურდვისათვის დააკავეს.