საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ვერა ქობალიამ საზოგადოებას 2011 წლის უცხოური ინვესტიციების წინასწარი მონაცემები წარუდგინა. მინისტრის თქმით, საქართველოში 2011 წლის განმავლობაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიდან 377 მლნ აშშ დოლარი რეინვესტიციებზე მოდის.
სულ ინვესტიციებმა 981 მილიონი დოლარი შედგინა. ინვესტირების ძირითადი მოცულობა მრეწველობაში განხორციელდა. ინვესტორთა ინტერესის სფერო ასევე იყო ტრანსპორტი და კომუნიკაციები. გაზრდილია რეინვესტიციის მაჩვენებელიც. საქართველოსთვის ყველაზე მსხვილი ინვესტორი ჰოლანდია, დანია და აზერბაიჯანი არიან.
გასულ წელს განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაზუსტებული მონაცემები მიმდინარე წლის 15 აგვისტოს გამოქვეყნდება.
პრემიერ-მინისტრი დღეს თბილისის ერთ-ერთ გარეუბანს სტუმრობდა. მოსახლეობასთან შეხვედრაზე ვანო მერაბიშვილმა სახელმწიფო პროგრამა და 1000-ლარიანი ვაუჩერის დეტალები განიხილა.
საქართველოს ტურიზმის და ეკონომიკის განვითარებას დაუთმო ეთერი "სი-ენ-ენის" გადაცემა ”გლობალ იქსჩეინჯმა”. პირდაპირ ეთერში გეგმებისა და შედეგების შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ლონდონიდან ილაპარაკა.
პირველად პრემიერის რანგში მთავრობის კანცელარიაში ვანო მერაბიშვილმა მოლოდველ კოლეგას უმასპინძლა. ეს, მთავრობის ხელმძღვანელის სტატუსით, მერაბიშვილის პირველი ოფიციალური შეხვედრაა.
ახალმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა საკანონმდებლო ორგანოს საკმაოდ ამბიციური პროგრამა წარუდგინა და მთავარი ვალდებულების შესასრულებლად - უმუშევრობის დასაძლევად ახალი უწყება შექმნა.